NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

არასდროს არის გვიან უარი თქვა იმაზე რაც აქამდე გქონდა. ჩამომჯდარხარ ავტობუსის გაჩერებაზე და ელოდები ავტობუსს. შენიშნავ, რომ შენმა ნომერმა გაგასწრო. რატომ? იმიტომ, რომ ფიქრობდი. დაინახე ადამიანი, რომელმაც შენ წინ ჩაიარა. ის შენ ნახე საკუთარი თვალით, მაგრამ გადადგა თუარა ნაბიჯი ის უკვე იქ აღარ არის სადაც წამის წინ იდგა. სულ ახლახანს ის შენ წინ იდგა და დრო, რომ გაყინულიყო კარგად გაარჩევდი მის ნაკვთებს და შეიძლება იმაზეც კი გეფიქრა ჰქონდა თუ არა მას დიაბეტი. იმასაც კი დაადგენდი საქორწინო ბეჭედს ხმარობდა თუ არა. მაგრამ დრო არ გაიყინა და წამში ეს კაციც სხვა ადგილას აღმოჩნდა, არა იქ სადაც შენ შეძლებდი ის კარგად დაგეთვალიერებინა. ახლა ის აღარც ჩანს შენ არც კი იცი სინამდვილეში როგორია და რისი გაკეთება შეუძლია. იქნებ სულაც მკვლელი იყო, ვინ იცის... ის იქ აღარაა, დროც როგორც უკვე გითხარი არ გაიყინა და გაგრძელდა. დროის სვლა ნაპოლეონის, ატილას, ალექსანდრეს არმიების მარშით სვლაზე ბევრად ძლიერია, ბევრად უფრო დამანგრეველი. თუმცა ვისთვის როგორ. მთავარია სწორად გამოიყენო ის. არასდროსაა გვიანი დაივიწყო ის რამაც ოდესღაც, იმ ერთი წამით შენს წინ ჩავლილი კაცივით, თვალწინ ჩაგიარა და შესაძლოა გულიც გატკინა. არათუ გვიანი საკმაოდ დროულიც იქნება მალე ივიწყებდე მომხდარს. მაგრამ არც თუ მარტივია განცდილი შიში გონებიდან ამოიგდო და სრულიად განდევნო. ასეთი მომენტები ფსიქიკაზე ისეთივე კვალს ტოვებს როგორსაც შანთი ქმნის ტყვედ ჩავარდნილი ადამიანის ზურგზე. შეუძლებელია დაივიწყო ის, რომ შენმა მეგობრებმა ბნელ სადარბაზოში სამი მაწანწალა ძაღლის მშიერი თვალების და გადმოგდებული ენების პირდაპირ მარტო დაგტოვეს. ამის მერე ხომ ყველა ძაღლი შენი მტერი და ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი ხდება. მათ ხშირად ხედავ სიზმრებში, ცხადში, ისეთ ადგილას შეგხვდებიან, რომ გასაქცევი ცოტაღა თუ რჩება სადმე. შიში ხომ სიყვარულის, მეგობრობის, საერთოდ კეთილი გრძნობების თანმხლებია. გეშინია, რომ დაკარგავ მას, გეშინია, რომ მოგენატრება, გეშინია რომ გაიზრდება. ამიტომ კარგი იქნებოდა შენი თავისთვის სარკის წინ მდგარს ხმამაღლა და გულით გეთხოვა, რომ მან დაივიწყოს წარსული იმ ადამიანივით, რომელმაც ავტობუსის გაჩერებაზე წინ ჩაგიარა და ისე გაქრა შენი ცხოვრებიდან არც კი მოგცა იმის ნება გამოგეკვლია, მისი ფიქრები, გრძნობები წაგეკითხა მისსავე თვალებში. თუმცა ის უცნობი იყო შენ მაინც გაგასწრო ავტობუსმა რადგან მასზე ფიქრობდი. და რადგან ფიქრობდი და ჩავლილი ავტობუსივით შეძელი მისი დავიწყებაც, ასევე შეძლებ დაივიწყო ის რაც აქამდე გქონდა. უცნობმაც კი მოგგვარა შიში. შიში იმისა, რომ ეს ის იქნებოდა ვისაც შენი "მე" მუდამ ეძებდა. ყველაფრის მიუხედავად წარსულის დავიწყება შეგიძლია. ბევრი სხვა გამოივლის და ზოგიერთი იმის საშუალებასაც მოგცემს, რომ დრო გაყინო და შეისწავლო ის. მაშინ კი ის ძველი უბრალო დაბრკოლებად გექცევა და ისედაც წამით გაყინულ დროს ისევ პრუსიელთა მარშად გადააქცევს.
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.