NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

მე ნელიკო საგანელიდზე ვარ, დიბადე 1992 წლის 21 აპრილს, თბილისში, ახლა უკვე 21 წლის ვარ. ამ 21 წლის მანძილზე, უამრავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რის მოყოლასაც არ დავიწყებ, რადგან ბევრი არაპერი მაქვს მოსაყოლი, 21 წლის მანძილზე იყო სიხარული, იყო სევდა, იყო ბედნიერება, იყო უბედურება, იყო სიყვარული, იყო სიდზულვილი, მაგრამ იმისათვის რომ წერა დამეწყო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ იყო მუზა. ყოველი დგე ერთმანეთს გავდა, ყოველი გამე ერთნაირი იყო, ყოველი, წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე და წელი ერთნაირად გადიოდა, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, ვხვდებოდი რომ რაღაც მაკლდა, ისეთი რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.
მოკლედ ვიტყვი ჩემი ცხოვრების ბოლო 6 წლის შესახებ. მას შემდეგ, რაც 16 წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში, ვირტუალურად, გამოჩნდა ადამიანი, ბიჭი, რომელსაც მოვეწონე და მეც მისით დავინტერესდი. მასთან ლაპარაკი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, იმდენად სასიამოვნო რომ ძალიან შევეჩვიე. მისი იდუმალება და ინკოგნიტოობა ჩემში უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევდა. სიყვარული, რომელსაც იგი მეფიცებოდა, თავს ქალად მაგრძნობინებდა, ამასობაში მივხვდი რომ მინდოდა ცხოვრება ამ ადამიანისთვის დამეკავშირებინა, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა რომ, არც მისი ასაკი, არც გარეგნობა და ტიტქმის არც არაფერი ვიცოდი... ვიჯექი და ველოდებოდი როდის მოვიდოდა, მოვიდოდა და დაპირებისამებრ თავისთან წამიყვანდა, ჩემთვის ის იდეალად იქცა, მისი ყოველი სიტყვა მიყვარდა... ხო, მე ის უნახავად მიყვარდა... ასე ლაპარაკში გავიდა 4 წელი. ყოველთვის თავს არიდებდა ჩემტან შეხვედრას, ამ 4 წლის მანძილზე, ხშირად ქრებოდა, რამდენიმე თვეში ისევ ჩნდებოდა. ეს საქციელი ჩემტვის ყოველთვის გაურკვეველი იყო, ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა, ტუმცა ამის მიუხედავად, მის სიყვარულსჰი ეჭვი მაინც არ მეპარებოდა. ერთ დღეს, მან გადაწყვიტა ჩემტვის სიმარტლე ეტქვა, სიმართლე, რომელიც ჩემტვის ძალიან მწარე აღმოჩნდა. მას ცოლი და ორი შვილი ყავდა.............. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ მხვდებოდა ის, სწორედ ამიტომ ცდილობდა გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, რომ ჩემთვის თავი შეეზიზღებინა, სწორედ ამიტომ მატყუებდა, რომ ავად იყო, თუმცა მან არ იცოდა, რომ მიუხედავად მისი ავადმყოპობისა, მე მზად ვიყავი ის მიმეღო და მყვარებოდა ისეთი, როგორიც იყო... ამ დღეს ჩემთვის ეს ადამიანი დამთავრდა, მხოლოდ იმიტომ დამთავრდა, რომ ერთმენატს ვერ შევხვდებოდით, ის ოჯახს ვერ მიატოვებდა, მე კიდევ პატარა ვიყავი იმისთვის, ცოლიან კაცს შევხვედროდი, მეშინოდა... მასზე ფიქრი თავიდან ამოვიგდე, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ადამიანი ჩემთვის იყო დაბადებული ამ ქვეყნად, ჩემთვის იყო მოვლენილი... მე კი მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებამ თუ გარემოებებმა დროულად არ შეგვახვედრა ერთმენეთს და ჩვენი გზები გაიყარა... ამ დღეს ის დასრულდა ჩემთვის, დასრულდა ოცნება, რომ მომავალში მისი ცოლი გავხდებოდი...
20 წლის ვხდებოდი, როდესაც უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვიყავი და ყურადღება სხვა ბიჭებზე მქონდა გადატანილი, სხვებზე დავიწყე ფიქრი, სხვები მომწონდა, სხვებს ვეპრანჭებოდი, 20 ის რომ გავხდი დაიწყო სიყვარული, რომელიც წელიწადი და რვა თვე გაგრძელდა, ამ სიყვარულმა უამრავი პრობლემა მომიტანა, ბედნიერებასტან ერთად, უამრავი უბედურება მომიტანა, თუმცა მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ იმაზე დიდი ბედნიერება არსებობდა. უკეთესი არაფერი მქონდა ნანახი და შეფასების შესაძლებლობა არ მქონდა. ყოველთვის ვგრძნობდი რომ ეს სიყვარული არ იყო ჩემი შესაფერისი, მე რაღაც უფრო არაამქვეყნიურ, უფრო არანორმალურ სიყვარულს ველოდი. ჩვეულებრივი, უბრალო და ყოველდღიური სიყვარული, თავისი პრობლემებით, ჩემთვის ძალიან დამღლელი აღმოცჰნდა, თუმცა ვეგუებოდი და ვღებულობდი მას, ისეთს როგორიც იყო... ამ პერიოდის მანძილზე, ჩემს ვირტუალურ მეგობართან მიმოწერა ისევ მქონდა, თუმცა უფრო ცივი... რატომღაც მისი დაკარგვა არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ერთად ვერ ვიქნებოდიტ...
ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება 2013 წლის 24 ნოემბრამდე. 24 ნოემბერი - კონსტანტინე ქვარცხავა, უკვე 24 წლის, ჩემი ვირტუალური სამყარო... რომელიც ხშირად მთხოვდა ერთხელ შეხვედრას და მე უარს ვეუბნებოდი, რატომღაც დავთანხმდი, პირველად და უკანასკნელად უნდა მენახა 24 ნოემბერს და მას მერე სამუდამოდ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან. გულის სიგრმეში ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, მე უარზე ვიყავი, რადგან სხვა შეყვარებული მყავდა და მისთვის პატივისცემის ნიშნად, არ მინდოდა კონსტანტინესტან შეხვედრა, თან მისი ცოლ-შვილიანობის ამბავიც მაწუხებდა... დედაჩემის დიდი თხოვნით, დავთანხმდი მას ერთხელ შეხვედრაზე და გავემზადე... ვუთხარი ჩემს უბანში მოსულიყო და იქ ვენახე, უხმოდ, ლაპარაკის გარეშე, 10 წუტიტ და ერთმანეთს საბოლოოდ დავმსჰვიდობებოდით...
ვიბანავე და გავედი, დამაგვიანდა, ორი საატი მელოდებოდა, ნერვიულოვბისგან აქეტ-იქიტ დადიოდა... მივედი... დამინახა... ცჰემსკენ წამოვიდა, მე ავნერვიულდი, სახეზე სასიამოვნო ღიმილი სჰემრცჰა, დავინახე ის, ვისაც ამდენი წელი ველოდი, დავინახე როგორ ნერვიულობდა, დავიდზაბე, მეც ვნერვიულობდი, მახსოვს პიზიკურად მომეწონა, მაგრამ იმ წუტას ვერაპერზე ვპიქრობდი, გარდა იმისა, რომ დზალიან ვნერვიულობდი და ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სახლში, რომ ეს ნერვიულობა და დაძაბულობა დასრულებულიყო... დავიწყეთ სეირნობა, 10 წუთი ასე უხმოდ დავდიოდით, ერთმანეთისტვის არაფერი გვითქვამს, ვგრძნობდი სულ მიყურებდა, მე კი თავის არიდებას ვცდილობდი სიმორცხვისგან... შემდეგ ვანიშნე რომ უნდა წავსულიყავი და დავმშვიდობებოდით ერთმანეთს, მას არ უნდოდა... მე მიადვილდებოდა, ერთხელ ჩახუტება მთხოვა დამშვიდობებისას და ამაზეც უარი ვუთხარი, თუმცა რომ გავიწიე მისკენ გადასაკოცნად, მტაცა ხელი და გულში მიმიკრა, ასე ვიყავით დაახლოებით ერთი წუთი, შემდეგ პირით მანიშნა მიყვარხარო, უხმოდ და მეც ვუტხარი წავედი მეთქი... აი აქ დაიწყო ყველაფერი.................
მისგან წამოსვლა დავაპირე და შემოვტრიალდი, უცებ სხეულში, სულში, გულში, ვიგრძენი როგორ ჩამენგრა ყველაფერი, რაღაც ჩამწყდა, საშინელი გრძნობა იყო, თითქოს საყვარელ ადამიანს საკუთარი ნებით ვკარგავდი... თავს ძალა დავატანე რომ წამოვსულიყავი, მოვდიოდი, ვგრძნობდი იქამდე მიყურებდა, სანამ არ მოვეფარე შენობებს... ძალიან გამიჭირდა უკან არ მიმეხედა, თუმცა შევძელი. მელოდებოდა როდის გავხედავდი, თუმცა არ გავიხედე და სახლში წავედი... მას მერე ყველაფერი შეიცვალა. მივხდი რომ მის გარდა ვეგარავიზე ვფიქრობდი, ყველა დამავიწყდა... ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ არ გამომდიოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა... როგორ მოვქცეულიყავი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი ნახვა კიდევ მინდოდა, ვიცოდი რომ ეს ბოლო ნახვა არ იქნებოდა, ვერ იქნებოდა... ისეთი შეგრძნება მქონდა მისი დანახვისას, თითქოს სხეულმა სხეული იცნო... თითქოს ვიპოვე ის, ვინც მჭირდებოდა... სამი დღე ვფიქრობდი რა მომეფიქრებინა, რომ კიდევ მენახა. გადავწყვიტე მეთქვა რომ კულონის ჩუქება მინდოდა მისთვის, რა თქმა უნდა გაუხარდა, სიხარულით დამთანხმდა, ოღონაც ვენახე... მითხრა, სამ კვირაში ჩამოვალ და ისევ შევხვდებით ერთმანეთსო... 3 კვირა ძალიან მებევრა, თუმცა დავთანხმდი...
გავიდა სამი კვირა, 14.12.2013, ამ დღეს მეორედ უნდა შევხვედროდი, ისევ უხმოდ... მოვიდა, მელოდებოდა... აგარ დავიგვიანე, მივედი და დავინახე... ჩამეხუტა, თავის შეკავება ვეგაღ შევძელი და ლაპარაკი დავუწყე, თვითონაც ამყვა... ქარიშხალი იყო, ყინავდა, თუმცა ერთმანეთზე ხელი გვეკიდა და ვსეირნობდით ბედნიერები... დიდ ხანს ვისეირნეთ ასე, გავიყინეთ, ვიცოდი მანქანით იყო მოსული და შევთავაზე
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.