NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

ალბათ გინდათ, რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდე. მაშინ კარგად მოემზადეთ ამ მშვენიერი ამბის მოსასმენად, რადგან მე ყველაფერი დეტალურად მახსოვს.
ეს მოხდა 1996 წლის 12 ნოემბერს. ჩვეულებრივი დღე იყო. სუსხიანი, როგორც იცის ხოლმე წელიწადის ამ დროს. მოკლედ, დილით ადრე ავდექი. როგორც ყოველთვის, ერბო კვერცხი მივირთვი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. პროფესორი გახლავართ, პროფესორი ალექს მიურეი. ჰო ვიცი, ალბათ გეცინებათ, როცა საკუთარ თავს პროფესორს ვუწოდებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 17 წელია, რაც დაწყებითი კლასის ცინგლიან ბავშვებს ვასწავლი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ამაზე ფიქრი არც ღირს. მოკლედ იმ დღეს რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარე და ცოტა დრო ჩემს სქელტრაკა კოლეგებთანაც გავიყვანე. მინდა გითხრათ, რომ ისინი საშინელი ადამიანები არიან. უნდა ვაღიარო, ერთადერთი, ვისაც სიამოვნებით არ მოვკლავდი ეს მისის ჰარპერი იყო. ის ამისთვის მეტისმეტად ბებრუხანა გახლდათ. ახლა ცოცხალი აღარც არის სამწუხაროდ. ღმერთმა აცხონოს მისი სული. მოკლედ მე და მისის ჰარპერი საუბარს შევყევით. უფრო სწორად რომ ვთქვათ თვითონ ლაქლაქებდა, მე კი თავს ვუქნევდი და ვუღიმოდი, თითქოს ძალიან მაინტერესებდა თავის გარდაცვლილ ქმარზე მოყოლილი სულელური ისტორიები. მისის ჰარპერი, მართლაც რომ საშინელი ქალი გახლდათ. უბრალოდ მეზიზღებოდა მასთან გატარებული ყოველი წუთი, მაგრამ სახლში წასასვლელად მეტისმეტად ადრე იყო. თქვენი თავი წარმოიდგინეთ ჩემს ადგილას. წარმოიდგინეთ საზიზღარი დედაბერი, უხეში, ჭაღარა თმით, საშინლად ნაოჭიანი სახითა და უზარმაზარი მახინჯი კბილებით. და ბატონებო, არ დაგვავიწყდეთ ისიც, რომ ამის ნახვა თითქმის ყოველდღე მიწევდა.
როცა მოსაღამოვდა, ფანჯარაში ყურების დროს შევამჩნიე, რომ უეცრად საშინელი ქარი ამოვარდა. გეფიცებით, ასეთი ქარი არასდროს მინახავს. ამ ხმის ატანა ირგვლივ მყოფთათვის შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მასში სილამაზის დანახვა შემეძლო. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ის დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.
როცა ქარი ჩაწყნარდა და სახლში წასვლა დავაპირე, გამახსენდა, რომ წასვლის წინ სკოლის დირექტორთან უნდა შემევლო. ვერ წარმოიდგენთ როგორ არ მინდოდა მაშინ მისი ნახვა. ყოველთვის, როცა მასთან ლაპარაკი მიწევდა თავს ძვლივს ვიკავებდი, რომ გული არ ამრეოდა. მსოფლიოში ყველაზე მეტად მისი სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი, არ შემეძლო ასეთი მახინჯი არსების ჩემს მაგიდაზე ხილვა. მისი შეხებაც კი მტანჯავდა. ყოველი ჩვენი ხელის ჩამორთმევა ერთი წლის სიცოცხლეს მართმევდა. თან არასდროს ბეზრდებოდა ჩემს სათვალეზე სულელური ხუმრობების თქმა. როგორი ადამიანი უნდა იყო, როცა დასცინი კაცს, რომელსაც სათვალეები სჭირდება. თვითონ კი ამაყობდა იმით, რომ 58 წლის ასაკშიც უპრობლემოდ შეეძლო კითხვა.
როცა მისი კაბინეტის კარები შევაღე, დავინახე, რომ მარტო არ იყო. მის წინ ახალგაზრდა ქალი და პატარა ბავშვი იჯდა. ბოდიში მოვუხადე და მაშინვე უკან გამოვბრუნდი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ იმ ქალის სახემ ჩემზე რამხელა ზეგავლენა იქონია. გადავწყიტე კარები ბოლომდე არ დამეკეტა და მათი საუბრისთვის მომესმინა. გთხოვთ, ნუ განმსჯით, დარწმუნებული ვარ გამიგებდით მისი სახე რომ გენახათ. როგორც აღმოჩნდა დედა-შვილი ფრანგები იყვნენ. ჩვენს ქალაქში ახლახანს ჩამოსულან და გოგონას უნდოდა თავისი ბავშვი ჩვენს სკოლაში შემოეყვანა. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ პატარა გოგოს 6 წლის შვილი ჰყავდა. ცალი თვალით ვუყურებდი მას და მასში ყველაზე წმინდა არსებას ვხედავდი, რაც ოდესმე მენახა. ძალიან თხოვდა მისტერ სიმახინჯეს, რომ მისი შვილი სკოლაში მიეღოთ, მაგრამ დირექტორი უარზე იყო. ადგილები არ არისო ასე ამბობდა. არ მესმოდა როგორ შეეძლო ასეთი ქმნილებისთვის უარის თქმა. ისე ძალიან ეხვეწებოდა, რომ ყოველი უარის თქმა გულს მიკლავდა. შემდეგ ისეთი რამ მოხდა, თვალებს ვერ ვუჯერებდი. მისის მშვენიერებამ პალტო შეიხსნა და მაგიდაზე ჩამოჯდა. გული გამიჩერდა, როცა დირექტორის სახეზე ღიმილი დავინახე. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება: „როგორც ჩანს თქვენი შვილი ძალიან გიყვართ, საღამოს სახლში შემომიარეთ, იქნებ მანამდე ერთი ადგილი მისთვისაც გამოვნახო.“
როდესაც დავინახე, რომ ისინი გამოსვლას აპირებდნენ, მე დერეფნის ბოლოსკენ გავიწიე და იქ დავიცადე. მათ მხოლოდ მას შემდეგ დავედევნე, როცა სკოლის ეზო დატოვეს. თავიდან შორიდან ვაკვირდებოდი. მომწონდა მისი სიარულის მანერა. როცა მივუახლოვდი მისი ხმა გავიგონე. სიმღერას გავდა. შემდეგ კიდევ უფრო მივუახლოვდი და გავიგონე რომ ნამდვილად ღიღინებდა. თავის შვილს უმღეროდა. სიტყვებიც მახსოვს, არ დამვიწყებია: „დახუჭე თვალები, ნუ გეშინია. დედიკო აქ არის. ხელი ჩამკიდე ჩემო ლამაზო ბიჭო“. უნდა აღვნიშნო, რომ ფრანგულად გაცილებით უფრო კარგად ჟღერდა.

     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.