Notes![what is notes.io? What is notes.io?](/theme/images/whatisnotesio.png)
![]() ![]() Notes - notes.io |
...............................თავი III................................................................
(მერე რომ გაარჩიოთ, ვინ ვინ ხართ, პერსონაჟებს და მოქმედ პირებს მიგიწერთ :დდ
დინი-Ilia Zhuzhunashvili
ანა-Ana Shengelia
მონიკა-Meg Masters
ჯენა-Ruby Winchester
ვიოლეტა-ელენა ვანჰედი
ჯულიანა-Qeti Tsereteli
ნიკოლი-Qeti Tsereteli)
რუბი-Qristine Gugunishvili
(წინასწარ გეტყვით, ეს ყველაზე დიდი თავი იქნება ამ მოთხრობაში და შესაბამისად ოდნავ განსხვავებული. და კიდევ, ამ თავში გაიგებთ, ვინ და რატომ დაამწყვდია ჯეი, ჰარლი(ანა), სემი და დინი კუნძულზე)
.
-რა ხდება?
-მონიკა და ჯენა ხდება!
პირი გავაღე და რაღაცის თქმა დავაპირე
-არ იკითხო!-მომაკეტინა მაშინვე-შენ ის მითხარი, თოფის ხმარება იცი?
-რა? თო..... მგონი! სერიალებიდან ვისწავლე. და ფილმებიდან. ელემენტარულ დონეზე კი, ვიცი!
-დაიჭირე-დინმა ოდნავ შორი მანძილიდან იარაღი გადმომიგდო-სადაც ისინი გაჩნდებიან, იქ ესროლე! არ დაიბნა ოღონდ! მაშინვე ესროლე! და ეს კედელი გაქრება!
-შენ?
-ორი თოფი ტყუილად არ დამაქვს!-გავუღიმე და წინ შედრიალებულმა დავიკივლე! ის რაღაც თეთრი ლანდი, მონიკა, თუ ჯენა, ერთ-ერთი ჩემ წინ იდგა
-ჰარლი, ესროლე-გავიგე დინის ხმა საიდანღაც და ჩახმახს თითი გამოვკარი. ის ლანდი სადღაც გაქრა. არც მეორე ჩანდა-წამოდი-დინმა ისევ ხელი მომკიდა და ერთად გავიქეცით. უხილავი კედელი გამქრალიყო.
შეშინებული მივრბოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა-არ ჩამომრჩე-მეუბნებოდა დინი. უცებ ორივე ერთად რაღაცას შევეჯახეთ და წავიქეცით
-ვაი, ცხვირი!-ვბურტყუნებდი ჩემთვის
-ადექი, გზა უნდა გავაგრძელოთ!-მეჩხუბებოდა დინი.
მეც ავდექი, მაგრამ ისევ უხილავი კედელი იყო
-ჯანდააბა, სადღაც აქვე არიან. ჩქარა, იარაღი აიღე!-მიყვიროდა დინი,
მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის ორი ლანდი ჩვენან მოსულიყო და თავზე ხელები დაეწყოთ.
-ჯანდაბა, მგონი დაგვერხა-ვთქვი გაჭირვებით და სხეულში ტკივილმა დამიარა.
.
-დინ, დინ სად ხარ? სეემ, ჯეეეი-დავდივარ და ვყვირი ბოლო ხმაზე-არავის გესმით? ჰეეი-შემდეგ ხმას დაბლა ვუწევ და ჩემთვის ვლაპარაკობ გაკვირვებული-სად დაიკარგეთ ყველა?
აქეთ-იქით რომ არ გამეხედა, არ შემეძლო. გარშემო ყველაფერი ოდნავ ღია ლურჯი იყო. მგონი მეც კი ლურჯი კანი მიჩანდა! ისევ იმ ტყეში ვარ, სადაც მე და დინი დავაბიჯებდით, ისევ ისეთი ხშირია, მაგრამ რატომ გავიღვიძე მის სხვა ნაწილში?
ხის ტოტებს ხელებით ვწევდი, რომ გზა გამეკვალა და უცებ გავშეშდი:
-არა. არა. არა. არა.-ჩემს წინ, ხეებთან ჩემი სხეული დავინახე, მწოლიარე და უგონო-მე რა მოვკვდი? ამიტომ არ ესმის არავის??? სამოთხეში ვარ?-ჩემს გვერდით დინის სხეული დავინახე-ანუ დინიც...-და ყვირილი დავიწყე ისევ-დიინ, დიინ აქ ხარ?? გესმის ჩემი?
ხეებიდან ოდნავ მუქი სილუეტი გამოვიდა-ჰარლი!
-დინ-მივედი და ჩავეხუტე
-რა ხდება? სად ვართ?
ხელით ჩვენი ''გვამებისკენ'' მივუთითე.
-ოჰო-ისე თქვა მან, რომ სახეზე გაკვირვება არც ეტყობოდა.
-ოჰო? მხოლოდ და მხოლოდ ოჰო? ვერ ხედავ? მოვკვდით. მოვკვდიიიით-ვყვიროდი-და შენ, ბატონო დინ, ყველაფრის ახსნა მოგიწევს!
-პირველ რიგში, ჩვენ არ მოვმკვდარვართ! ეს ილისტები იყვნენ! მოჩვენებებისავით არიან, მაგრამ ზუსტად მათნაირები არა. ღამით გამოდიან! სწორედ მათნაირებზე ვნადირობ! ეს გაინტერესებდა?
-რას ნიშნავს არ მოვმკვდარვართ? ჩემს სხეულს ვხედავ მიწაზე, მე კი სულივით აქეთ-იქით დავძრწი! და სხვათაშორის შენც!-დავამატე ბოლოს
-მისმინე, შენ იმდენი რამ არ იცი ილისტებზე, რამდენიც მე. ისინი ხალხს არ ხოცავენ. მას საჭირო რაღაცეებს აჩვენებენ. აქამდე მოჩვენებბები მეგონნენ, რომლებსაც ჩვენი მოკვლა სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე გაგვთიშეს.. მოჩვენებები საფეთქლებზე ადებენ ხალხს ხელებს, ილისტები კი ზუსტად ტვინის ზემოთ.
-ტვინის? ანუ..
-ზუსტადაც, ჩვენს ტვინში ვართ გამომწყვდეულები ცოტა ხნით, მაგრამ ნუ ღელავ, მალე გამოვფხიზლდებით. თუ მათ გაგვთიშეს, ჩვენთვის რაღაცის ჩვენება უნდათ ესეიგი!
-მადლობა, მაგრამ თუ მოვკვდი, აღარაფერი დამაინტერეებს!
-ნუ ხარ ოპტიმისტი, ჰარლი!
-რა?
-წამოდი, რაიმე უნდა ვიპოვოთ, უნდა გავიგოთ აქ რატომ მოგვიყვანეს.-სიარული დავიწყეთ-ასე უნდა მომხდარიყო? მაშინვე უნდა გვეპოვა რაიმე ხელჩასაკიდი, როგორცკი გავიღვიძ.... ჰარლი, სად გაიღმიძე?
-აი იქ-მწვანე მინდორისკენ გავიშვირე ხელი
მინდორზე გავედით-არა, აქ რაღაც უნდაა იყოს! -თქვა დინმა და უცებ ყველაზე სწორ ადგილს მოჰკრა თვალი, რომელსაც ზედ ფოთლები ეყარა და მისკენ წავიდა. როგორც კი მივუახლოვდით, ხელებით ფოთლები გადაფერთხა-ეს არის!-თქვა და დაბლა, მიწაში ''ჩარგული'' კარისკენ მიმითითა-ახლა..
-მხოლოდ თქვენ შემდეგ-მივახალე პირში
-რადგან ასე მთხოვ..-სარდაფის კარი გააღო და შიგ ჩავიდა. არა, კი არ ჩახტა, ჩავიდა. -კიბეებით.
-ღმერთო ჩემო, რას აკეთებ ანა მანერს!-ვკითხე ჩემს თავს და მას გავყევი
.
ძალიან ბნელოდა. ფაქტიურად დინს ხმით მცნობდი და მივდევდი. ფეხქვეშ რაღაც მატარებლის ლინნდაგებს მაგონებდა. ალბათ მიწიშქვეშა მატარებლის ლიანდაგებზე დავდიოდით. უცებ კარის გაღების ხმა გავიგე და სხვა ოთახში გავედით. იქ უკვე ყველა კუთხე-კუნჭულში ჩირაღდნები ენთო, კედლებზე მიმაგრებული, ასე რომ განახვა არაფრის მიჭირდა. ფეხქვეშ მატარებლის გზას ვეღარ ვხედავდი, ალბათ ეს მართლა ოთახი იყო, მაგრამ არა. ნესტი იდგა და ქვით იყო ნაგები, ან შესაძლოა კედლებს უბრალოთ შპალერი აძლევდა ასეთ ეფექტს. და დინი უეცრად გაჩერდა..
-ახლა საით?-ვიკითხე მე
-იქ, საითაც უფრო მეტი სინათლეა.
რისი თქმა სურდა ამით? არ ვიცი და არც მაინტერესებს. ზემოთ ავედით კიბეებით და მართლაც, დავინახეთ ოთახი, საიდანაც არა მხოლოდ ზედმეტი სინაღლე, არამედ ხმებიც გამოდიოდა. კართან ახლოს მივედით და მივაყურადეთ, იქ კი აი რა გავიგეთ:
-კროული ჩვენგან კიდევ ერთ მსხვერპლს ითხოვს! სხვა გზა არ გვაქვს, უნდა შევასრულოთ ეს ბრძანება!
-და მერამდენედ ჯულიანა? რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას? გგონია რაც დრო გავა, კროული უფრო მეტ სულს არ მოგვთხოვს?
-და რა ვქნათ ვიოლეტა? ხომ იცი რაც მოხდება თუ მის მოთხოვნებს არ შევასრულებთ?
-ასე ვერ ვისხდებით! რამე უნდა ვქნათ!
-და მაინც რა??
-არ ვიცი, ავჯანყდეთ, უარი ვთქვათ მის ახირებებზე, დავამხოთ, არ ვიცი, რამე!
-არაფერი გესმის!
-მე კი არა, შენ არ გესმის არაფერი! ახლა კარგად მისმინე დედა! კროულიმ ჩვენ გვაიძულა ეს რამდენიმე ახალგაზრდა მოგვეტაცებინა და ამ კუნძულზე დაგვეტოვებინა....
-ჩვენზე ამბოს?-ვამბობ კარს უკან ჩუმად
-ჩშშ!! გაიგებენ-მეუბბნება დინი და მეც ვჩუმდები და ისევ ვუსმენ მათ საუბარს.
-მაშინაც ვცადე შეწინააღმდეგება-განაგრძობს ვიოლეტა-მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა მაინც დამიჯერე. ჩვენ მათ ასე უმოწყალოდ ვერ მოვექცევით! შენ გინდა, რომ მათ ჩვენი ''მოსამსახურეები'' გაუგზავნო, თითო-თითო ამოხოცო ყოველ ღამით და მე არ უნდა შეგეწინააღმდეგო?
-ვიოლეტა, დაფიქრდი რას ამბობ-გამოეპასუხა იმ ოთახში მყოფი ვიღაც ვიოლეტას-თუ ხელს შევუშლით, თავად იცი რაც მოხდება, ჩვენ კი ეს არ გვსურს!
-საერთოდ არ მაინტერესებს რა გსურთ ჯონათან!-განაგრძობს ვიოლეტა-ჩვენ არ გვაქვს უფლება ასე მოვიტაცოთ ხალხი და აქ მოვიმწყვდიოთ, შემდეგ დავხოცოთ და მოვიქცეთ ისე, ვითომც არაფერი მომხდარა!
-ამას ვინ ამბობს?-არ ცხრება ჯონათანი!
-არავინ, მაგრამ აკეთებთ! ეს კი უფრო მეტია ვიდრე უბრალო ლაპარაკი!
-ჩშშ!!!!-ისმის ვიღაცის ხმა!
-რა ხდება რუბი?-კითხულობს ჯულიანა
-კართან ვიღაცეები დგანან-ამბობს ჩუმად!
-რა??-კითხულობს ჯონათანი
-კართან ვიღაცეები დგანან-უკვე ყვირილით თქვა რუბიმ და სკამიდან წამოდგა.
ვიოლეტამ როგორც კი რუბის სიტყვები გაიგო, ჩაიღიმა და კარისკენ ისე სწრაფად გამოიქცა, როგორც შეეძლო. მას ყველა გამოეკიდა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მან მოაღწია ჩქარა, ხელი შეგვახო და........
.
თვალი გავახილე. ისევ იმ ადგილას ვწევარ, სადაც გავითიშე. ცა უკვე თეთრია-ღმერთო ჩემო, რამდენ ხანს მეძინა? გათენებულა. მთელ ტყეს მწვანის ელფერი გადაჰკრავს. ერთ რამეს ვერ ვხვდები, ცაში ჩიტები რატომ არ დაფრინავენ? პატარა კუნძულზე ვართ, აქეთ-იქით ზღვაა, რატომ არ გვესმის თოლიების ხმა? და რატომ დაფრინავენ ჩვენს თავზე ყვავები? ფიქრში იმდენად გავერთე, რომ დინი სულ გადამავიწყდა.
-დინ, სად ხარ?-ვიკითხე ოდნავ დაღლილი ტონით, წამოვჯექი და ჩემს გვერდით გავიხედე-ოჰ, აი სად ხარ!-მერე გუნება წამიხდა-მაგრამ რატომ არ გაღვიძე ჩემსავით ასე მალე?
-ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია მღვიძავს, უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული-მესმის დინის დამცინავი ხმა და შემდეგ თვალს ახელს, შემდეგ მეორესაც.
ავდექი და დინს ხელი გავუწოდე, მანაც მე მომბაძა და ადგა. გავიღიმე და დაბლა დავიხედე.
-მგონი ხელიდან რაღაც ჩამოგისრიალდა!-დავიხარე და პატარა, ოდნავ გახუნებული თეთრი ქაღალდი ავიღე მიწიდან-რაღაც წერია.
-ხოდა წაიკითხე, მე რაღას მიყურებ?
დავიწყე კითხვა:
◘'' ანა, დინ, ვიოლეტა ვარ. ხო, ის ვიოლეტა, ახლახანს რომ გადაგარჩინათ სიკვდილს. ცოტა ხნით,მაგრამ არა უშავს.
◘ალბათ გაიგეთ, ვის უნდა თქვენი დახოცვა და როგორ მოხვდით ამ კუნძულზე.. კროულის ბრალია ეს ყველაფერი!
◘ბევრი დრო არ მაქვს! უბრალოდ რაღაც მინდა იცოდეთ და გააკეთოთ: აქ მხოლოდ თქვენ
◘არ ყოფილხართ, ანუ იმის თქმა მსურს, რომ პირველები არ ხართ! ეს საუკუნოვანი
◘ ტრადიციაა და თუ ამას არ ვიზამთ, კროული ყველა ჩვენიანს მოკლავს! 1 წლის წინ
◘ მისი ბრძანებით ჩემმა მშობლებმა, ჯონათან და ჯულიანა პიტერსებმა ჩემი და
◘ ცოცხლად დამარხეს. როგორც იცით, ჩვენ ილისტები ვართ და სანამ 100 წელს არ
◘მივაღწევთ, მანამ ჩვენი მოკვლა არავის ძალუძს. ისიც ცოცხალია. მინდა იპოვოთ და
◘გაათავისუფლოთ! ის თქვენ დაგიცავთ! ყველა საიდუმლო იცის მათ და ჩვენ
◘შესახებ და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ. როცა ამის საჭიროება დადგება-კი
◘მეც თქვენ შემოგიერთდებით. ჩემი და, ნიკოლი ცეცხლთავას ქანდაკების გვერდითაა
◘ჩამარხული. და ხო კიდევ, თქვენ როგორც ეძახით, მონიკა და ჯენა, ჩემი
◘გამოგზავნილები იყვნენ, ამიტომაც თუ კიდევ დაინახავთ, არ შეგეშინდეთ!''
-ღმერთო ჩემო, სად ქონდა ამდენი დრო ვიოლეტას ამის დასაწერად?-ვიკითხე ხმამაღლა
-მოკეტე ჰარლი!-მითხრა დინმა ოდნავ სახის მანჭვით-ახლა ნიკოლი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ეს ცეცხლთავას ქანდაკება რაღა ჯანდაბაა?
-ეჰ, ეგ რომ ვიცოდე......
.
აბა, როგორი იყო???? კომენტარები არ დაიშუროთთთ. ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, დანარჩენები კი შემდეგ თავებში იქნებით. შემდეგი თავი დაიდება ხვალ.... და ხო, აბა, დიდი თავი იყო?? :დ
#ჩარლი
![]() |
Notes is a web-based application for online taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000+ notes created and continuing...
With notes.io;
- * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
- * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
- * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
- * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
- * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.
Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.
Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!
Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )
Free: Notes.io works for 14 years and has been free since the day it was started.
You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;
Email: [email protected]
Twitter: http://twitter.com/notesio
Instagram: http://instagram.com/notes.io
Facebook: http://facebook.com/notesio
Regards;
Notes.io Team