NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

აზრთა სამყოფელში ჩაღვრილ ფიქრისღვრას და ომს დუნედ აყოლებდა სხივმოსილ თვალს კლდის წვერზე მყოფი, ნახევრად მძინარე ღმერთ-შემმუსვრელი ადამიანი.
ძლიერი, უტყვი და მშვიდი, მხოლოდ სამართლიანობით სავსე.
ხოლო ნახევრად ფხიზელიც რომ იყო რადგან, ცაზე გადაჭიმულ აზრის ობელისკს ფიქრებით წერდა, და იხსენებდა..
ცის ქვაზე სიმბოლოები იკვეთებოდა.

ხდებოდა მაშინ, როცა დრო არსებობდა,ყოველი რომ იყო ეული.
იყო ცნებები, ''მაშინ''და ''როცა''
ჯერ კიდევ აზრებზე რომ დაგვათოვდა, ღმერთიც არ იყო იქ შორეული. მუსიკასავით ჟღერდა ისტორია, და აღარ იყო გამხსენებელ-მსმენელი აღარავინ.


მაშინ, როცა ჯერ კიდევ დრო იყო ყოვლისბატონი, და თვით შემოქმედსაც კი დრო აკლებდა და უმატებდა დიდებას, წელში ახლად გამართულ-იარაღადქცეულ-ძვალშემართული-აწუკვე ადამიანები ვერ ხედავდნენ ცაზე მომენტს, რაც ახდა ბოლოს. და რომ ვერც დროის მიღმიერი ადამიანები ხედავდნენ საკუთარ წარსულს, საოცარ გამოცანად რჩებოდა ესეც. სამყარომ, სადაც ადამიანი ემოციებით და ინტელექტით იყო დატვირთული, უცებ ამოწურა საკუთარი თავი, და ცივად მოსრიალე ამაყმა კოსმოსმა მოიბეზრა მატერიალური არსებობა.
შეიკუმშა, და გაქრა.
ადამიანებისთვის, მილიარდობით იზომებოდა დრო, წლებში.
ღმერთისთვის არაფერი იყო სამყაროს გაჩენიდან გაქრობამდე, პირველი ადამიანის პირველი აზრივით უცებ დასრულდა.

გამოეღვიძა გულჩაწყვეტილ ღმერთს, და მიხვდა, ერთით ნაკლები სამყარო ჰყავდა.
საკუთარი შეუცდომლობით შემცდარი ღმერთი არარაობის მდინარეს დაჰყურებდა, და ფიქრით ელაპარაკებოდა გონს ჩრდილისას. წამიერად გამკრთალი ქაოსის არსი ღმერთს მხოლოდ იწვევდა, აღიზიანებდა და შემდეგ კვლავ ინგრეოდა, და ერთი წამის შემდეგ ახლად შექმნილი, უსასრულოდ იგივეს იმეორებდა მუდამ,სულ,ახლაც. უცებ მოიბეზრა ღმერთმა მდინარე არარაობის, და რაობის ჩანჩქერს შეავლო თვალი. ადამიანებით იყო სავსე ჩანჩქერი, სიცოცხლეებით და ემოციებით, წყლადქცეული ღმერთის ნება ჩქეფდა და შეუძლებელი იყო თვით სამყაროსაც გაებედა, და მუდმივმჩქეფარე შხეფებიანი ჰარმონიისთვის შეედარებინა ერთიგოგოს ღიმილივით გამყინავად ლამაზი ჩრდილის მდინარე.
სიდიადით ივსებოდა ღმერთი.
აღარ უნდოდა, უკვე დრო იყო.
ხელი აღმართა თვითკმარმა, და იისფერი ნისლით სავსე გუბე ამოიმართა მის ბაღში, ძალიან ვიწრო, მხოლოდ რბილად მომრგვალო, და თურმე სიყვარული იყო იქ.
მორჩა შემოქმედი ტკბობას, და დაფიქრდა თავისთვის, აწ-გამქრალი სამყარო ენანებოდა ისევ, კარგები იყვნენ თითქოსდა მისებრ შექმნილი ადამიანები.
''კარგი და ნამდვილია არსი ყველაფრის, და მხოლოდ უამრავში ერთი უნდა გამორიო ასეთი, თუგინდა რამედ ღირდე. რომ ყველა კარგი იყოს, ეს უკვე ნამდვილი აღარ იქნება, და არ-ნამდვილი სიკარგე უაზრო სიამოვნებაა მხოლოდ, სიზმარივით ამოსუნთქვაა მისი არსებობა, და რომ სინამდვილე დატოვო მხოლოდ, სიკარგის გარეშე, ცივი და მხოლოდ შენი ნების ძლიერებად მსუნთქავი ადამიანებიღა დარჩებიან მხოლოდ ამქვეყნად..''

ახსენდებოდა ღმერთს.
არარაობის მდინარიდან ამოკრეფილი ფრაზები, და ხვდებოდა, სიმართლე იყო. ქაოსის გონი ხომ ერთგვარი ხიდი იყო არსებობას და არარაობას შორის, მუდმივი ქმნადობა და მუდმივად პირველი კოცნის ტალღა იყო, როგორ უნდა გაეგო მისთვის?
თვითმყოფს აწუხებდა რაღაც, რისიც ვერაფერი გაეგო.
ნუთუ, ადამიანებში მხოლოდ ერთეულები იქნებოდნენ მისღირსნი?
ნუთუ ყველა დანარჩენს ასეთების ასეთობისთვის უნდა ეარსებათ?
ნუთუ, ყველა კარგი და ნამდვილი ვერ იქნებოდა?
მართალი იყო ჩრდილის მდინარე, აწ-უკვე ვიწრო ძარღვებად ქცეული.

ახალი სამყაროს შესაქმნელად ემზადებოდა ღმერთი, კვლავ არარაობის მდინარეს რომ გადაწყვიტა მიბრუნებოდა, სულ თუნდაც წამით. საკუთარ თავში, ან ნეტავ ვისში, შეეჭვდა ამით?
და აწ-უკვე მორევად ქცეულ მდინარეში საოცარ ანარეკლს მოკრა თვალი. ადამიანი იდგა მის უკან.
ადამიანი მივიდა, მოკლა.
განკაცდა ღმერთი, რამეთუ მოკვდა.
განღმერთდა კაცი, რამეთუ? მოკლა?
ჩხრიალით იზრდებოდა აწ-უკვე ტალღად ქცეული არარაობის მდინარე.
ობლად და უარსოდ განაგრძობდა არსებობას რაობის ჩანჩქერი.
კვლავ ეჯაჭვებოდნენ ემოციები და დროები ერთმანეთს, კვლავ ადამიანი იყო არსი.
აღარ იყო ღმერთი.
თუმცა, იყო იისფერი ნისლით შემოსილი გუბე.
ღმერთის უკანასკნელი განდიდება.
გაეღიმა ღმერთისმკვლელს, უკანასკნელ და სამყაროს ნგრევას გადარჩენილ ნამდვილ და კარგ ადამიანს, და ჩანჩქერი სიყვარულის გუბეში მიუშვა.
იქ ხომ სურვილის ნება მართავდა ყველაფერს, ღმერთი იყო ადგილიც თავად.

აზრთა სამყოფელში ჩაღვრილ ფიქრისღვრას და ომს დუნედ აყოლებდა სხივმოსილ თვალს კლდის წვერზე მყოფი, ნახევრად მძჲნარე ღმერთ შემმუსვრელი ადამიანი?
ისევ?
არა, აღარ.
აღარ შეჰყურებდა ცას, ჩანჩქერისა და გუბის გაერთიანებისკენ მიეპყრო აწ-უკვე ორმაგად ორივე, ფხიზელი და აღარმძინარე თვალი, და საოცარ სანახაობას უყურებდა.
ამპარტავნება მიაჩნდა ყოვლის საწყისად, არარაობის მდინარესაც კი გაუბედა შესმა, მაგრამ ვერამ ვერაფერი დააკლო. ღმერთშემმუსვრელი იყო.
ვინ მისცა ამის უფლება?
ვინღა იყო რო..
უკვირდა შემოქმედის სისუსტე, და ხანდახან იხსენებდა ხოლმე, როგორ დაუსხლტა სამყაროს ნგრევას, ვინაიდან უმაღლეს საიდუმლოს ნაზიარები იყო იგი, მხოლოდ ცოდნად და იდეად იყო ქცეული, და ვერაფერი დააკლო მატერიალურობამ.
უკვე მიღმა იყო, როცა სამყაროს დასასრული დაიწყო და ღიმილით იხსენებდა, დიდებულ გაყინვის მომენტს, წარმოიდგენდა ღმერთის იმედგაცრუებას, და სისხლის მაგივრად არარაობის მდინარე მიედინებოდა მის ვენებში.
ამოწურული ჰქონდა სამყაროში სიყვარულიც, ცოდნაც და ძალაც.
მხოლოდ სურვილი და ამბიცია იყო, რაც ერთადერთი ვერ ამოწურა და მიაშურა ღმერთს.
მის დროს, როცა დრო უკვე მკრთალდებოდა და აზრს კარგავდა, ღმერთი ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ესაუბრებოდა ადამიანებს, და სიყვარულს ასწავლიდა მხოლოდ.
ამბობდა რომ ამით იყო დაუმარცხებელი.
მაშინაც ეღიმებოდა ადამიანს, ამის მსმენელს, და აწ-უკვე ღმერთშემმუსვრელს ზიზღსაც კი ჰგვრიდა ღმერთის სისუსტე, ვინც სიყვარულს დაუმონა თავი.
დიდად არც ქაოსი ხიბლავდა, ერთგვარ უაზრობად მიაჩნდა იგიც, მაგრამ ამბიციად, იდეად და სურვილად ქცეული ემოციებს მხოლოდ სიმებად მიიჩნევდა, და მუსიკას გზად, რომელიც მაღლა წაიყვანდა. რა იყო, ნეტავ.
კვლავ მისჩერებოდა ნისლიან გუბეში ჩაცვენილ ადამიანებს, და სრულდებოდა ჩანჩქერიც.
ვერავინ უძლებდა მცირე იისფერი ნისლის საოცარ ძალას, ყველა ადამიანი წამიერადვე განქარვდებოდა მასში, და მაინც, რაღაც აწუხებდა ღმერთისშემმუსვრელს.
მიიძინა.
სიზმარშიც დამარცხებული ღმერთი ესიზმრებოდა.
გამოღვიძებულს, მოუნდა ახლად შეექმნა ღმერთსამყოფელი, და გაანადგურა ჩანჩქერიც, გუბეც. მდინარეს ვერაფერი უყო, ის ხომ ისედაც არარა იყო. ჩანჩქერი გუბემ ჩანთქა, ხოლო გუბეს ნისლი აასუნთქა ღმერთშემმუსვრელმა და ისიც ამოქრა.
მოიწყო ყველაფერი როგორც უნდოდა, კლდეები აღმართა ასჯერ ზეცაზე.
არ დასჭირვებია შვიდი დღე, ღმერთშემმუსვრელი იყო ის.
შექმნა და, ამოისუნთქა მყისვე.

რაიცოდა, თუ რომ ამ ამოსუნთქვას, გუბის ნისლიდან შექმნილი ჩანჩქერის ერთდაერთი გადარჩენილი, სიყვარულისა და სიცოცხლის ნაყოფი ადამიანი, ერთი ვინმე რამ გოგო ამოყვებოდა.
ამონასუნთქმა ერთი შეხედა თვალებში ღმერთშემმუსვრელს, და დააჩოქა იგი.
ღმერთშემმუსვრელი ვიყავი მე.
სიყვარულადქცეული გოგოს ძალამ ბოლო მომიღო.
შენ შემსუნთქველი ვიყავი მე.
ამოსუნთქვისას, შენი სახით მე, ღმერთმა მომიგო.

გინდ გოგო იყავი, და გინდ ამ ყოველივეს შემყურე, მომღიმარი ღმერთი. მაინც ორივე ერთია.











     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.