NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის მახლობლად, სოფელ ჭყვიშში.მისი მამა ვასილ ტაბიძე სოფლის მასწავლებლად მუშაობდა.ის გალაკტიონის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ გალაკტიონს დედამისი, მაკრინე ადეიშვილი, მარტო ზრდიდა.
1899 წელს გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელ გალაკტიონმა სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.გალაკტიონისთვის ზეგარდმოვლენილ სასჯელად აღიქმება მისი ეს მანიაკალურად იჭვნეული ხასიათი, მან მთელი ცხოვრება უმეგობროდ გაატარა.ახლობელთაგან-მხოლოდ დედის, ძმისა და ძმისშვილის-ნოდარის ერთგულებაში არ ეპარებოდა ეჭვი.
გალაკტიონის ცხოვრების დრამატულ ეპიზოდს მოყვა მისი ნიჭის აღიარება, როცა 17 წლის ასაკში პირველად დაიბეჭდა მისი ლექსები "შავი ღრუბელი" და "მთვარე კაშკაშებს".
1914 წელს 23 წლის გალაკტიონმა იპოვა თავისი პირველი სიყვარული ოლია ოკუჯავა.დაახლოებით ამ პერიოდში ძალზე პოპულარული გახდა გალაკტიონის "მერი".
1916 წელს გალაკტიონი და ოლია სასწავლებლად ჩავიდნენ მოსკოვში.თუმცა გალაკტიონი ნანატრ სტუდენტობას ვერ ეღირსა და უსახსრობის გამო იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.
1919 წელს გალაკტიონი თბილისში დასახლდა.ამავე წელს გამოვიდა მისი ლექსების უკვე მეორე კრებული "არტისტული ყვავილები".მისი თანამედროვეების თქმით გალაკტიონი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო.
1921 წელს უბინაოდ და უსამსახუროდ დარჩენილი ცოლ-ქმარი დროებით მწერალთა კავშირის სასახლემ შეიფარა.1935 წელს კი მარჯანიშვილის ქუჩაზე დასახლდნენ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ გალაკტიონის პიროვნება.ის საკმაოდ გულჩათხრობილი ადამიანი იყო.ერთაგან თვითონაც აღნიშნავს:"მე თურმე, დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწფელი საუბარი...ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს"გალაკტიონი ასევე საკმაოდ მორიდებული იყო, მისი სიმორცხვის დასაფარად კი ზოგჯერ ზედმეტად გულღიაც კი ხდებოდა.
არაა გასაკვირი, რომ ამ მარტოსულ ადამიანს შველის ღვინის სარდაფი.გვიან ღამით ან სისხამ დილით უყვარს ქუჩაში ხეტიალი და ნაცნობების თვალს არდებს."არც არავის ეკარება, მაგრამ არც არვინ იკარებდა"-ნათქვამია ერთ მოგონებაში.
გალაქტიონი მუსიკის გენიის ლუდვიგის მსგავსად თავის ტკივიკთან ერთად აჯობებდა მარტოობაში ყოფნას ერთს სული ტკიოდა და მეორესაც სული ტკიოდა



ლექსი “თოვლი”, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ესაა ნაწარმოები, რომელიც მწერლის სულიერ მდგომარეობას, მწუხარებას, ტკივილსა და მარტოობას აღწერს. “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თივლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა”- იისფერი თოვლი და ზოგადად მისი სიმბოლო სევდასთან და მწუხარებასთანაა გაიგივებული. ავტორის სულიერი ობლობის ტრაგიზმი განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება ლექსში, “მე და ღამე”. “მხოლოდ ღამემ უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ” მართლაც, რომ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება საოდუმლოებებით იყო სავსე....


ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განსაკუთრებული, განსხვავებული, ოდუმალი და ამავდროულად ამოუცნობია. რთულია ისაუბრო ისეთი გენიალური ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, როგორიც გალაკტიონია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მწერალს თავისი სულიერი სამყარო, შინაგან მუხტი, და განსაკუთრებული სამყაროსეული აღქმა უდიდესი ემოციითა და გულშიჩამწვდომი ელემენტებით აქვს აღბეჭდილი ფურცელზე. მის შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა უდიდესი ექსპრესიისა და მარტოსულობის განცდა...მარტოობა, სწორედ ეს იყო ის თანმდევი აჩრდილი, რომელიც პოეტის სულის განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. გალაკტიონის მსოფმხედველობა და იდუმალება ყოველთვის გამოარჩევდა მას სხვა შემოქმედებისგან და არცაა გასაკვირი, რომ მას პოეზიის მეფედ მოიხსენიებენ.

კრიტიკოსები ხშირად ადარებდნენ მას ტერენტი გრანელს. მნიშვნელოვანია, რომ გრანელის შემოქმედებაშიც იგრძნობოდა გალაკტიონის გავლენა. სწორედ გრანელს ეკუთვნის ყველასთვის ცნობილი ლექსი “მე და გალაკტიონი”, სადაც იგი საკუთართან ერთად გალაკტიონის პიროვნებას საინტერესო ფორმით წარმოაჩენს: “ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.”

ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა, გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო.

მიუხედავად მისი გენიალურობისა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სულიერად მარტო იყო. ამაზე მისი დაუსრულებელი ლექსიც მეტყველებს:

“უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.”

ცხოვრების მიმწუხრს გალაკტიონი მიუახლოვდა ფიზიკურ და სულირად მოტეხილი, გადასახლებიდან არდაბრუნებული ცოლითა და არდაბადებული შვილით, დარდით ღვინოში ჩამკვლელი, დევნის მანიით შეპყრობილი.თუ ამ თვალით შეხედავთ მის ცხოვრებას, გალაკტიონის თვითმკვლელობა 1959 წლის 17 მარტს მხოლოდღა წერტილის დასმაა ერთი ხანგრძლივი ტრაგიკული კოშმარისთვის.
გალაკტიონ ტაბიძის პოეზია საკმაოდ რთულია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გალაკტიონის ესა თუ ის ლექსი მხოლოდ სიმბოლისტურია, ან მხოლოდ რეალისტური. ტაბიძე ერთ რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობის ფარგლებში ვერ თავსდება. იგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციებს ეფუძნება და ამ ტრადიციებით საზრდოობს, მაგრამ პოეზიაში ახალი ელემენტები შეჰქონდა და ანვითარებდა ქართულ კლასიკურ ტრადიციას.

გალაკტიონი გარკვეული დროის განმავლობაში "ცისფერყანწელთა" ჯგუფში შედიოდა. ჟურნალში "ცისფერი ყანწები" დაბეჭდა ორი უმნიშვნელოვანესი ლექსი "მთაწმინდის ღამე" და "ლურჯა ცხენები". ამ ლექსების ანალიზი გალაკტიონზე სიმბოლიზმის გავლენაში დაგვარწმუნებს, თუმცა, ამავე დროს, იგი თავისუფალია ყოველი იზმისაგან. "მთაწმინდის მთვარეში" დასმულია სიკვდილის პრობლემა. ლექსისი ლირიკული გმირი მთაწმინდაზე იმყოფება, სადაც სასაფლაოსათვის დამახასიათებელი სიმშვიდე მეფობს, თუმცა ეს სიმშვიდე არ არის შემზარავი. სიზმარეული განწყობილება იწვევს სიკვდილის ასოციაციას, სიკვდილის სიახლოვეს, თუმცა ეს სიკვდილი ვარდისფერია, მაშინ, როდესაც ტრადიციულად სიკვდილის ფერითი სიმბოლო შავია. როგორც ვიცით, სომბოლისტები ობიექტურ სამყაროს აღიქვამენ როგორც იდეალური სამყაროს ანარეკლს და ცხოვრების საუკეთესო ნაწილს სწორედ სიმთვრალეში, სიზმარში ატარებენ. გალაკტიონიც ამგვარად გაიაზრებს სიზმარს, რომელიც სიკვდილთან აახლოებს და ეს სიკვდილი ამიტომაც არის ვარდისფერი. "ლურჯა ცხენებში" გალაკტიონი სიმბოლისტების საპირისპირო პოზიციაზე დგას, რადგან ის "სამუდამო მხარეში" შვებას ვერ პოულობს და სიკვდილი მისთვის "ცივი სამარეა" მხოლოდ. განსხვავებული აღქმა სიკვდილისა მოწმობს იმას, რომ გალაკტიონი ვერაფრით თავსდება მხოლოდ სიმბოლისტურ მიმდინარეობაში.

გ. ტაბიძის პოეზია აერთიანებს ორ საწყისს - კეთილს და ბოროტს. მზე მშვენიერი და კეთილი საწყისი, რომელიც ადამიანის არსებობის წინაპირობაა. ლექსში "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" მზე ღვთისმშობლის ეპითეტია. მას გამოცლილი აქვს რელიგიური შინაარსი და მას სიკეთის სიმბოლოდ აქცევს. ღვთისმშობელი და მზე ერთი და იმავე ცნებების მატარებელნი არიან. ტაბიძე თავის პოეზიაში მზეს, სიცოცხლეს, გაზაფხულს უპირისპირებს ღამეს, შემოდგომას, სიკვდილს. თუმცა ბუნების ამა თუ იმ მოვლენის სიმბოლო მაინც არ არის სტაბილური.

გალაკტიონ ტაბიძის მთავარ სტილურ თავისებურებად შეიძლება ჩავთვალოთ მისი ლექსების მუსიკალურობა და ფერწერა. ქართულ ლიტერატურაში იშვიათია პოეტი, რომელიც ასეთი მრავალვფეროვანია ლექსის ზომისა და ფორმის საკითხში. მისი ლექსების მუსიკალურობის წინაპირობაა რითმის ორიგინალობაა. ლექსები "ლურჯა ცხენები" და "ქებათა-ქება ნიკორწმინდას" დაწერილია შინაგანი და ჯვარედინი რითმებით სტრიქონთა ბოლოს, რაც საოცარ მუსიკალურობას სძენს ამ ლექსებს. გარდა ამისა, გალაკტიონის ლექსთა მუსიკალურობას იწვევს თითოეული სიტყვის შინაგანი ევფონია, აზრი, სიტყვებისა და ფრაზების განმეორება. ლექსში "ქარი ქრის" ბგერათა გარკვეული კომპლექსი ქმნის მუსიკალურობას.

გ. ტაბიძის ზოგ ლექსში სიტყვა, რომელიც არ არსებობს ლექსიკურად და გრამატიკულად, ისე ორგანულად ზის ლექსში, რომ სრულიად არ ტოვებს ხელოვნურობის შთაბეჭდილებას. მაგალითად, "ამბობდით ლანდებით", ალბათ პოეტი გულისხმობს მორიდებისგან ლანდად ქცევას.

გ. ტაბიძის პოეზია ძალიან დაახლოვებულია ფერწერასთან. ამიტომ ხედავს იგი წითელ მიწას, იისფერ თოვლს, ცისფერ ატამს და ა.შ. სიკვდილი მასთან ვარდისფერია, სიზმარი ლურჯი. ყველა ფერი სიმბოლურად გარკვეული აზრის გამომხატველია. გალაკტიონთან ფერების აზრობრივი მნიშვნელობა ძირითადად სტაბილურია და ემთხვევა ტრადიციას, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, წითელი ფერი მის შემოქმედებაში პოზიტიური მნიშვნელობის მატარებელია, მაშინ, როდესაც ტრადიციულად იგი ნეგატიურთან ასოცირდება. ყვითელი ფერი მომაკვდავ მზესთან არის დაკავშირებული. ლურჯი ფერი იდეალის და მასთან დაკავშირებული ყველანაირი არსის სიმბოლოა. მარადიული ქალურობაც აუცილებლად ცისფერია. მერის პორტრეტი ლურჯ და ცისფერ ფერებშია დახატული. შავი ფერი ტაბიძისათვის ყოველთვის ნეგატიურია და უკუნი ღამის სიმბოლოა. თუმცა ღამე მის პოეზიაში არის კიდევ თეთრი და მოკამკამე. ის პოეტის სულიერი ორეულია.

პატრიოტული თემა გალაკტიონის შემოქმედებაში.

გალაკტიონის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პატრიოტული ხასიათის ლექსებს. ის თავის თავს უსვამს კითხვას რას მისცემს მას მისი ქნარი ანუ პოეზია. ნამდვილი პოეზია კი მისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნული. "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ერთ-ერთი ღრმა ეროვნული ლექსია. აქ გალაკტიონი გაოცებულია ნიკორწმინდის დიდებულებით და უხარია, რომ ესეთი განძი გვქონია ქართველებს. მისთვის ნიკორწმინდა ცით დამშვენებული დიდებული ეკლესიაა, აქ ჟღერს ქვის ჰარმონია, თაღები და სვეტები კი სიზმრის გეგონება. ლექსში "ჰე, მამულო" გალაკტიონისათვის სამშობლო უპირველესია. მისთვის თავდადების შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს, ყველას ვალია სამშობლოს მოვლა.

გალაკტიონის სხვა პატრიოტულ ლექსში "სამშობლოს" პოეტი ამბობს, რომ პირველი მშობლიური ქვეყნის სიყვარული ისწავლა. მას მისი გამარჯვება უნდა და ამისათვის მედგარ ბრძოლასაც აპირებს. ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ვერავინ გადაასწავლის იმას, რისი სიყვარულიც თავიდანვე უსწავლია.

გალაკტიონის პატრიოტულ ლექსებში გამოირჩევა "მშობლიურო ჩემო მიწავ!", რომელშიც ღრმა პატიოტული გრძნობაა გამოხატული. აქ ტაბიძე საუბრობს მთლიანად საქართველოზე, რომელიც ორ ზღვას შუა მდებარეობს და რომლის მოსაპოვებლად უძველესი


gალაკტიონი სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობისას.
1955 წელი: https://www.instagram.com/p/CRT5lhuMkHf/?utm_source=ig_web_copy_link
https://www.instagram.com/p/CRG4t_Asxvx/?utm_source=ig_web_copy_link(ზარზმის ტაძრის წარწერებთან)
https://www.instagram.com/p/CPvReYPMX9D/?utm_source=ig_web_copy_link_ გალაკტიონ ტაბიძე და და იოსებ მეგრელიძე.
https://www.instagram.com/p/CPIYG0kMX78/?utm_source=ig_web_copy_link_ იოსებ გრიშაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე.
იოსებ გრიშაშვილის მოგონებებიდან ”გალაკტიონის” შესახებ…
“მე ხშირად შემინიშნავს ერთი რამ: როცა პოეტების ინტიმურ წრეში ლაპარაკი ჩამოვარდებოდა ხოლმე ამა თუ იმ პოეტზე,გალაკტიონ ტაბიძე დადებითად მოეპყრობოდა ხოლმე ამა თუ იმ პოეტის ნიჭსაც,მაგრამ ისე რამეს გამოურევდა,რომ ძალაუნებურად გალაკტიონზე უნდა გეფიქრა! ესე იგი სხვას აქებდა, და იმავე დროს კი თავსაც არ ივიწყებდა…
გალაკტიონ ტაბიძის აზრი სხვა პოეტების მიმართ,მე მაგონებს იგორ სევერიანინის ერთ ლექსს,რომელშიაც ბრიუშოვს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ის პრეზიდენტია პოეტებს შორის,
ჩემი სამეფო ხმა მისთვის მიმიცია!”
https://www.instagram.com/p/COnmMWbsVHC/?utm_source=ig_web_copy_link გალაკტიონ ტაბიძე და ვაჟა-ფშაველას მეუღლე თამარ დიდებაშვილი.გალაკტიონ ტაბიძე და თამარ დიდებაშვილი „ვაჟაობას“ ესწრებოდნენ ჩარგალში. ფოტო გადაღებულია 1955 წლის 14 აგვისტოს.

პოეტი თბილისში ხშირად იდგა ხიდის თავში, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია და აღტაცებული უყურებდა მყინვარწვერს. ის მხოლოდ კარგ ამინდში ჩანდა. მეგობრებსაც ხშირად აჩერებდა ამ ადგილას, გაახედებდა მყინვარწვერისკენ და ეუბნებოდა: “შეხედე, ძამიკო, შეხედე. რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ სილამაზეს ვერ ხედავს”.

გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან.
გალაკტიონ ტაბიძემ და ოლია ოკუჯავამ ერთმანეთი 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს. მათი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. გალაკტიონი და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო მიდიოდა. ოლია მათ გაცნობას ასე აღწერს: ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაქცეოდა. ა



.






     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.