NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

და თუ ოდესმე ისევ შეგხვდები... 10/22/2023

ჩემი სამყარო ერთი დიდი გაურკვევლობის ბუდეა და შენ იგი კიდევ უფრო გაზარდე. ვერასდროს გავიგებ, რა იქნებოდა, რომ არა ეს... ვერასდროს შევიგრძნობ შენს თბილ, სიყვარულით სავსე შეხებას კვლავაც...ვეღარასოდეს გავიგებ, როგორია უყვარდე თავდავიწყებით. ღმერთს უნდოდა დამენახა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი, რას ნიშნავს ჭეშმარიტი, წრფელი და უტყუარი, თუმცა ბრმა ადამიანს ვერასოდეს დაანახებ იმას, რისი დანახვაც არ უნდა და რატომღაც ადამიანებს იმ ნეხვში ყოფნა უფრო უნდათ, რომელშიც კომფორტულად მოწყობილან, ვიდრე იმ სურნელოვან ბაღნარში, შორეული რომ არის და თან ასეთი ახლო...მე ამის არჩევანი მქონდა და ისეთივე პატარა აღმოვჩნდი, როგორიც დანარჩენი სამყარო. თუკი ოდესმე რამე მინანია, ეს ამ ბრბოდ ქცევა გამხდარა. ბრბოდ, რომელსაც ბრმად სიარული უფრო ეკომფორტულება, ვიდრე თვალის გახელა და სამყაროს თავიდან შეცნობა, ჭეშმარიტების აღმოჩენა. ღმერთი დამეხმარება ვიცი, მხოლოდ უფალმა იცის, რა მეკუთვნის და რა მჭირდება მე. იესოს მივანდობ საკუთარ თავს და თუ ის შენამდე მომიყვანს, მე ვიქნები სამუდამო თავშესაფარი შენი, ისეთივე როგორიც შენ გახდი ერთ დროს ჩემი ობოლი სულისთვის.
ყველგან შენ დაგეძებ, უსასრულობაში ვცდილობ გადავვარდე და იქ ვპოვო პასუხები ჩემი აწეწილი, განადგურებული სულისა, რომელიც გარეგნულად საკმაოდ მოხერხებულად ინიღბება. ინიღბება ბედნიერი, ლაღი ადამიანის სახით, რომელიც კარგადაა და იქაა, სადაც უნდა იყოს. ამ აწეწილ, უშველებელ მასას, მხოლოდ თავისი სიმშვიდის პოვნა სწყუროდა, სიმშვიდის, რომელიც თურმე არსად არ არის, სადაც შენ არ ხარ. თუკი ოდესმე ქალად მიგრძვნია თავი, ეს შენით, შენგან და შენად...თუკი ოდესმე კიდევ უფრო მეტად შემყვარებია ,,ჩემი მე", ისევ შენით, შენგან და შენადვე... გთხოვ, აპატიე ჩემს დაბნეულ, აწეწილ, სასოწარკვეთილ ,,მე"-ს შენი სულის ორეული რომ იყო ერთდროს და შემდეგ ნაკუწებად აქციეს.
ყველგან შენ გეძებ. ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლის აივნიდანაც კი. მგონია,რომ მხოლოდ ერთხელ თვალის მოკვრა მანიშნებს ჭეშმარიტების გზისკენ. ვიცი შენი მზერა გამანადგურებს. ვიცი, იმ თვალებით შემომხედავ, საყვედურს, ბრაზს, ტკივილს და სიცარიელეს რომ შემახვედრებს და ყველაზე მეტად ამ სიცარიელის მეშინია....სიცარიელის, რომელიც იქნება პასუხი: რომ აღარაფერი დარჩა.
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.