NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

მომგებიდან წამგების მენტალიტეტამდე.
პირველი სიყვარული უტკბესია. ნიუ იორკმა კალათბურთი დიდი ხნის წინ შეიყვარა, 70 წელის წინ. ყველაფერი აქ მსოფლიოს დედაქალაქში დაიწყო. ქუჩის ბიჭებს აზრათ მოუვიდათ, რომ კალათბურთისთვის უფრო სერიოზული სახე მიეცათ და შეიქმნა რაღაც დიდი. გუნდი შეიქმნა. სახელი, ლოგო და ფერები ელეგანტურადაა შერცეული. აქ ტრადიციები უნდა შევქმნათ, თქვეს მათ და დაიწყეს.
მაგრამ. ყველაფერი ასე ადვილი არ აღმოჩნდა. არ გვიმართლებდა.
40-იანებში არ გაგვიმართლებდა.
50-იანებში არ გვიმართლებდა. ზედიზედ 3-ჯერ ვერ შევძელით საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. არაუშავს.
60-იანებში არ გვიმართლებდა. მაგრამ...
70-იანები რაღაც კარგს გვიმზადებს. ღმერთმა დალოცოს რედ ჰოლზმენი ის მოვიდა და ჩვენ დავიწყეთ.
უილის რიდი, უილტ ფრეიზერი, დიკ ბენეტი, ეარლ "შავი ღმერთი" მონრო, დეივ დებუშერი, უილტ ბელამი. აქ საქმე უკვე სერიოზულადაა. ნიუ იორკს კალათვურთი უფრო უყვარდსება. პირველივე სეზონში ჰოლზმენის ბიჭებმა 54 მოგება დაირტყეს. ფლეიოფის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც შეძლეს დივიზიონის ფინალში გასვლა.
ჰოლზმენი რაღაც დიდს უმიზნებდა. ბიჭები მოამზადა და დაბრუნდა.
1970 წელი. ბიჭებმა რეგულარული სეზონი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს, 60 თამაში მოიგეს და ფლეიოფში დიდი იმედებით გავიდნენ. ძლიერი გუნდი იყო. ძლიერი მოთამაშეებით დაკომფლექტებული. ფორტუნა უბრალოდ ჩვენს მხარესაა. ფინალებში გავედით. მაგრამ მოწინააღმდეგე ძლიერია, ზედმეტადაც კი. უილტის და ჯერის ლეიკერსს ვეჯახებით.
სერია უაღრესად დაძაბულია. 3-3.
8 მაისი, 1970 წელი.
სუპერფინალის მეშვიდე მატჩის.
უილის რიდს ფეხის უმძიმესი ტრამვა აქვს და ალბათ ვერ ითამაშებს. ბიჭები გასახდელში ნერვიულობენ, ისინი მედისონ სქუეარ გარდენში უნდა გავიდნენ და ქალაქი ასახელონ. კაპიტნის გარეშე გაგვიჭირდება. გუნდი მოდანზე გამოდის უილის რიდი არ ჩანს, ფანებმა მოიწყინეს. ბიჭებმა გახურება დაიწყეს. მოედანზე არავის იღიმის. კაპიტანი გვაკლია.
და აი ისიც ყველაზე ჭეშმარიტი მომენტის ნიუ იორკ ნიქსის ისტორიაში. კაპიტანი მოედანზე გამოდის. ფანები თვალებს არ უჯერებენ. თამაში არ დაწყევულა და ჩვენ ის უკვე მოვიგეთ. ის აქ არის. მაშინ პირველად და უკანასკნელად უილტ ჩემბერლენი შეშინდა. გახურებას თავი დაანება ბურთი იქვე მიაგდო და მოდნის ცენტრში მივიდა. უილის რიდს შეხედა და ის თამაში მანდ დამთავრდა.
მატჩი დაიწყო. პირველი შეტევა. ბურთი დიკ ბენეტის ხელშია, სწრაფი პასი კაპიტანს , მან გაუშვა და ჩააგდო. თამაში ჯერ არ დამთავრებულა, მეტიც 1 წუთის წინ დაიწყო მაგრამ ის ჩვენ მოვიგეთ. ლეიკერსის პირველი შეტევა, უილტ ჩემბერლენი ცდილობს ბევრი იმოძრაოს რადგან რიდი ვერ დარბის. რიდმა შეტევა აიღო. გუნდის მეორე შეტევა, კაპიტნის მეორე სროლა და კაპიტნის მეოთხე ქულა. კაპიტანი დაცვაში მობაჯბაჯებს, ვერც კი დარბის. ბურთი უილტ ჩემბერლენის ხელშიია, ის აიწია ისროლა და კაპიტანი ჯარიმდება. უილტი ორივე საჯარიმოს "მაზავს". შეტევაში ისევ ლეიკერსია, ბურთის ისევს უილტ ჩემბერლენის ხელშია, ჩვენება, სროლა მაგრამ კალათი ბურთს არ იღებს, ბურთი ისევს ლეიკერებმა აიღეს, ბურთი ისევს ჩემბერლენის ხელშია, შესანიშნავი დაცვა და კაპიტანი უილტს ბურთს პარავს, შეტევა ავიღეთ. მაგრამ. კაპიტანი იკეცება. მას სიარულიც კი უჭირს. კაპიტანი შემდეგ ორ შეტევასაც იღებს და მორჩა, მას მეტი არ შეუძლია. ის მოედნიდან გადის. გუნდი კაპიტნის გარეშე რჩება. ანგარისი 17-30-ია ჩვენს სასარგებლოდ. თამაში ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ის ჩვენ უკვე მოვიგეთ. უილის რიდის მუხტი გუნდს გადაედო, ფრეიჟერმ აუბრალოდ დაგლიჯა. თამაშის დარჩენის ნაწილში მან 36 ქულა ჩააგდო და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის აქ არის. გუნდი ჩემპიონია. მიუხედავად 4 ქულისა უილის რიდი, სუპერფინალების საუკეთესო კალათბურთელია.
1972 წელი, გუნდი რეგულარულში 48 თამაშს იგებს, სუპერფინალი. მარცხი. 1-4.
1973 წელი, გუნდი რეგულარულში 57 თამაშს იგებს. სუპერფინალი. რევანში ასაღებია. 4-1 რევანში აღებულია. უილის რიდი მორედ სახელდება სერიის საუკეატესო კალათბურთელად.
ქალაქი კალათბურთის ცხოვრობს, მედისონი საკალათბურთო მექაა.
მაგრამ, რაღაცეები იცვლება, დიადი ბიჭები ხანში შედიან. 1974-ში დიადი უილის რიდი კარიერას ასრულებს.
ის ჩვენი საკალათბურთი სიამაყეა. ლიგაში 10 წლის განმავლობაში, ის 2 გზის ჩემპიონი ხდება, 2 გზის ფიალების საუკეთესო კალათბურთელი, 1969-70 წლის სეზონის საუკეთესო კალათბურთელი. წლის საუკეთესო ახალწვეული, ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთსო კალათბურთელი. ის ტიტულოვანია. ის დიადია.
ყველაფერი უარესობისკენ მიდის. 80-იანი წლები. ბერნარდ კინგის ძალისხმევა არაფერია. გუნდი უბრალოდ ცუდია.
1987 წელის, გუნდი რეგულარულში 24 მატჩს იგებს. გუნდს დრაფტზე პირველი არჩევნის უფლება აქვს. ნიქსი დრაფტზე გირგთაუნელ გიგანტს ირჩევს. ყველაფერი იცვლაბა. პატი ყველას უყვარდება და დიდი ეპოქაც იწყება.
პატრიკ ევინგი წლის ახალწვეული ხდება, ის უბრალოდ შეუდარებელია. გუნდი ფლეიოფში გახყავს.
1991 წელის. გუნდის მწვრთბელად, დიადი პეტ რაილი ინიშნება. მელა ცუდ ბიჭებს კრებს.
90-იანი წლები ნიო იორკშიც ტკბილი და თბილია. ბობ დიპი რეპავს და მის ბითებს ხავიერ მაკდენიელსი ტამაძშებამდე უნიჭოდ ასრულებს. მაგრამ გუნდი ნიჭიერია. პატრიკ ევინგი, ჯონ სტარკსი, ჩარლზ ოკლი, ენტონი მეისონი. ცუდი ბიჭების ეპოქა იყო, მოწინააღმდეგის დამტვრეული ძვლების, წარმატებისთვის გადადებული თავი.
მაგრამ დიდი პრობლემა, უფრო სწორედ უდიდესი, ყველა დროის ყველაზე დიდი პრობლემა. მაიკლ ჯეფრი ჯორდანი.
ვერ მოიგებ ის ხომ უბრალოდ ღმერთია. შეგვეძლო 90-იანები ტიტულით დაგვესრულებინა მაგრამ "ღმერთის" არ ყოფრაში "ოცნებამ" გვძლია, ჰაკიმი უბრალოდ შეუჩერებელი იყო ან სტარკსმა ვერ გამოიყენა გადამწყვეტი სამიანი. ნუ რას ვიზავთ. 90-იანები დასასრულს უახლოვდება და ეს პატის ბოლო შანსია.
1998-99 წლები, ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური გუნდი. მოხუცი პატრიკ ევინგი, ახალგაზრდა ალან ჰიუსტონი, ძლიერი ლარი ჯონსონი და დახვეწილი ლატერ სპრიველი. გუნდს კარგ სეზონს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ გუნდი სეზონს მერვე ადგილით ასრულებს. ფლეიოფში დაგის და ძლიერეს ფლორიდელებს უპირისპირდება. ტიმ ჰარდავეი და ალონზო მოურნინგი, ეს ხომ უბრალოდ კლასიკაა. ალბათ გუნდს მათთან შანისც არ აქვს. მაგრამ არა, ისტორიის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. პირველად ლიგის ისტორიაში მერვე ადგილით გასული გუნდი პირველ ადგილოსანს ამარცხებს. მეორე და მესამე რაუნდს ერთი ამოსუნთქვით გადის. სკალათბურთო სამყარო შოკშია. გუნდი სუპერფინალში გადის. ადმირალისა და უწვერული ტიმის წინააღმდეგ.
პატრიკ ევინგი ტრამვას იღებს და სერიაში მონაწილეობას ვერ იღებს. გუნდი სერიას 1-4-ს აგებს, დიდი ფუნდამენტალი უბრალოდ შეუდარებელია, ტიმი ტიმია მას უნდა მოეგო და მოიგო კიდეც.
რაღაც დიდი მთავრდება, გუნდიდან პატი მიდის, ნუ ან უშვებენ. იწყება გუნდის ისტორიაში ყველაცე ცუდი, საშინელი ეპოქა. გუნდი სეზონიდან სეზონამდე უფრო და უფრო მეტს აგებს. სტეფან მარბერი ვარსკვლავია მაგრამ ბურთის "ღორი", დევიდ ლი და ჯამალ კროუფორდი ძალიან ახალგაზრდები არიან. მელო კარგი კალათბურთელია, უფრო მეტიც შეუდარებელი, მაგრამ მელო მარტო ვერ მოიგებს, მას დაცვაში თამაში ეზარება. გუნდი უბრალოდ ამაზრზენია. 16 წელის, გუნდი უბრალოდ აღარ გუნდი. ის უბრალოდ დაცინვის ობიექტია.
ფილ ჯექსონი, ნიუ იორკში ბრუნდება. ის ზინ მასტერია, ყველაზე ტიტულოვანი ფიგურა კალათვურთში. მან რამე უნდა შეცვალოს. ვერ ცვლის. ჯერ-ჯერობით ვერ ცვლის. მას დრაფტზე ახალგაზრდა ლიტველი აჰყავს, მას უსტვენენ, ის არავის მოსწონს. ირონია. მაგრამ "უნიკორნმა" ყველა გააწბილა, ის თეთრი იმედია, მან უნდა დააბრუნოს ნიუ იორკში კალათბურთი. დიდი ცვლილებებია საჭირო. დიდი ცვლილებები...


     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.