NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

მარიამ ცხადაძე

ალექსანდრე ეროიანი

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები მოქმედ აქტორთა ფართო სპექტრით ხასიათდება, თუმცა, მიუხედავად ამისა სუვერენული სახელმწიფოები მაინც უნიტარულ აქტორებად გვევლინებიან ანარქიულ სისტემაში.

სუვერენული ერი-სახელმწიფოების წარმოქმნის პერიოდად მკვლევრები 1648 წლის ვესტფალიის ზავს ასახელებენ. სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებს განიხილავენ თავიანთ ნაშრომებში განმანათლებლობის ეპოქის წარმომადგენლები. თომას ჰობსისთვის სახელმწიფო წარმოიშობა დაცვისთვის და სამართლიაობის შექმნისთვის. მისი დაშლისა და მონარქის არალეგიტიმურად გამოცხადების მიზეზიც სწროედ უსაფრთხოების დაუცველობა სახელდება. რაც შეეხება ჯონ ლოკს, ის სახელმწიფოს წარმოშობის უმთავრეს მიზეზად საკუთრების (სიცოცხლის,თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ) დაცვას ასახელებს.

შარლ ლუი მონტესკიეს აზრით, ძირეული მიზეზი ასეთი ერთობის წარმოშობისა გეოგრაფიული დეტერმინიზმია. მეორეული მიზეზი კი ამის ფონზე წარმოშობილი ისტორიული პროცესები და საერთო კულტურული გარემოა. ასეთი ფაქტორების ერთობის შედეგად წარმოქმნილი სისტემა უძლებს დროსა და დაბრკოლებებს. განსხვავებული გეოგრაფიული გარემო აყალიბებს განსხვავებულ ისტორიულ პროცესებს (გეოპოლიტიკა) რაც თავის მხრივ ქმნის მსგავს კულტურულ გარემოს. დღეს არსებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპს ემყარება. (ბიჭაშვილი, 2006)

თუმცა არსებობენ გამონაკლისები. ეს ის შემთხვევაა,როცა სახელმწიფოს წარმოქმნაში ძალით ერევა სხვა სუბიექტი. მიზეზად კი ამ დროს ყოველთვის ერთა თვითგამორკვევის პრინციპს ასახელებენ. ამის კარგი მაგალითია დნესტრისპირეტის კონფლიქტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ სტატიაში.

მე-15 საუკუნეში მოლდოვის სახელმწიფო გადაჭიმული იყო კარპატების მთებიდან მდინარე დნესტრამდე. 1812 წელს მდინარე პრუტის აღმოსავლეთი ანექსირებული იქნა რუსეთის მიერ „ბესარაბიის“ სახელით, დასავლეთ ნაწილი კი რუმინეთის სამეფოს ნაწილი გახდა 1856 წელს.

ბესარაბიამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მიიღო 1918 წელს და შეუერთდა რუმინეთს. იმისათვის,რომ რუსეთს ხაზი გაესვა ბესარაბიაზე პრეტენზიისთვის 1924 წელს შექმნა მოლდოვის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა (მასსრ) უკრაინაში, დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ბესარაბია და ჩამოაყალიბა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მსსრ) მასსრ-თან შეერთებით. 1940 წლამდე, დნესტრის აღმოსავლეთით მცხოვრებ მოლდოვურ მოსახლეობას არ ჰქონია საერთო ადმინისტრაციული სტრუქტურა დნესტრის დასავლეთით მცხოვრებ მოსახლეობასთან. 1944 წელს იწყება რუსიფიკაციის პერიოდი, აქ ჩაასახლეს 300,000-ზე მეტი რუსულად მოსაუბრე. 500,000 მოლდოველი კი დეპორტირებულ იქნა საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსალეთში. 200,000 ადამიანი დაიღუპა „დიდი შიმშილის“ პერიოდში 1946/47 წლებში, რაც გამოწვეული იყო სასოფლო მეურნეობის იძულებითი კოლექტივიზაციით. პარალერურად დნესტრისტრისპირეთი ხდება მსსრ-ს ეკომიკური გული, სადაც ყალიბდება მოლდოვური ელიტა.

მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღარიბი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ძნელად თუ შეუქმნია რაიმე პრობლემა მოსკოვისთვის. ვერ შეძლო რა დნესტრისპირეთში პრობლემის მოგვარება ქვეყანა მოსკოვის სერიოზული გავლენის ქვეშ რჩებოდა, მით უფრო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მისი სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიაზე იყვნენ. დნესტრისპირეთის შემთხვევა ბევრს გვეუბნება ყოფილი სატელიტებისადმი რუსეთის დამოკიდებულების შესახებ. მოლდოვას მოსკოვისთვის რაიმე შეშფოთების საბაბი არ მიუცია, როგორც მაგალითად ბალტიისპირეთმა და საქართველომ. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა გაჩნდა და გამოიყენა კიდეც რუსულმა მხარემ. ამას თან დაერთო ის, რომ რუსულ მხარეს ძალიან არ მოსწონდა დისკუსიები მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების შესახებ. მოლდოვა 1997 წელს გუაამ-ში შევიდა და 2006 წელს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის თანამშრომლობის გეგმასაც შეუერთდა, მაგრამ დნესტრისპირეთის პრობლემა მაინც არ მოგვარდა. (Журавлев, 2011)

სულ მალე მოსკოვმა ზეწოლის იარაღად მოლდოვური პროდუქტის აკრძალვა გამოიყენა. პარალელურად მოლდავას პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვორონინმა მსოფლიოს წამყან სახელმწიფოებს მოლდოვას ნეიტრალიტეტის აღიარება მოსთხოვა, რითაც სავარაუდოდ, უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე და რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლაზე, თუმცა კრემლი საკითხის მოგვარებას საერთოდ არ ჩქარობს.

ერთ-ერთ ინტერვიუს, რომელიც მოლდოვა-რუმინე���ის გაერთიანების საკითხსა და ნაციონალურ ინტერესებს ეხებოდა, რუსულმა მხარემ ირონიულად „დაუქნია თითი“ და შეუძლებელ მომავალზე ლაპარაკის მაგივრად საქმის კეთებისკენ მოუწოდა მოლდაველებს.

რუსეთი ცდილობს დნესტრისპირეთის რეგიონით მანიპულირებას და ამ გზით მოლდოვაზე გავლენის შენარჩუნებას, რისთვისაც იგი მოლდოვაში აღვივებს სეპარატისტულ ტენდენციებს. რუსეთის ფედერაციის 1995 წლის 17 ნოემბრის რეზოლუციის თანახმად დნესტრისპირეთი წარმოადგენს „სტრატეგიული ინტერესების ზონას“.

ამასთანავე რუსეთი ცდილობს მოლდოვის მოსახლეობის იზოლირებას და რუმინეთთან ისტორიული თუ ეთნიკური კავშირების გაწყვეტას. კერძოდ კი საბჭოთა ისტორიკოსები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ რუმინული და მოლდოვური ენების განსხვავებულობა, რის შედეგადაც მოლდავური ენის ლათინური დამწერლობა შეიცვალა კირილიცათი და რუსული ენა გამოცხადდა მოლდოვის სსრ-ის სახელმწიფო ენად, რუმინული კი მეორეხარისხოვან ენად იქცა. 1982-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვი იწყებს ცვლილებების გატარებას საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებში, დემოკრატიზაციის, გლასნოსტისა და პერესტროიკის სახელით და გზა ეხსნება პრორუმინულად განწყობილ ძალებს. შედეგად 1989 წლის 31 აგვისტოს მოლდოვის სსრ-ის უზენაესმა საბჭომ მოლდავური სახელმწიფო ენად (ლათინური დამწერლობით) გამოაცხადა. ხოლო საკომუნიკაციო ენად დასაშვებია მოლდოვური და რუსული, რასაც მოჰყვა რუსულენოვანი მოსახლეობის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლად გადაქცევის შიშით საპროტესტო გამოსვლები დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ავტოომიის მინიჭების მოთხოვნით.

შემდეგ კი მოვლენები ასე ვითარდებოდა :

იწყება დერუსიფიკაცია,მოლდოვიზაციის ხარჯზე;
1990 წელს დნესტრისპირეთი გამოეყო მმოლდოვას;
1991 წლისთვის ეთნიკურად მოლდოველები იკავებენ მთავრობასა და ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებს;
რუმინელ ინტელექტუალთა მომხრე მოლდაველები მხედრდებიან რუსეთის წინააღმდეგ და მოითხოვენრუმინეთთან გაერთიანებას;
1991 წლის „მოსკოვის პუტჩის“ მარცხის შემდეგ მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ცდილობდა დნესტრისპირეთზე კონტროლს დამყარებას;
ამ ყველაფერს თან ერთვის ზემოთხსენებული დაპირისპირება დნესტრისპირეთსა და მოლდოვას შორის, რასაც ამტკიცებს 2006 წლის სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები. დღეისთვის დნესტრისპირეთი ცნობილია, როგორც „თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკა“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დნესტრისპირეთი ჩაფლულია არალეგალურ საქმიანობაში, ვაჭრობს კონტრაბანდული საქონლით, ტრეფიკინგით, რის გამოც მას ევროკავშირში „შავ ხვრელად“ მოიხსენიებენ და მოლდოვის დასავლეთ ევროპისგან ჩამოშორებას ცდილობენ. გარდა ამისა, მოლდოვის დაბალი განვითარებიის გამო ევროინტეგრაცია რთულდება.

ყოველივეს ემატება დნესტრისპირეთში განლაგებული 34-ე არმია, 1500-მდე შეიარაღებული რუსული ძალოსანი, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას გაატაროს საკუთარი პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონში დამოახდინოს ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. (Летяга, 2011)

2002 წლის 2 ივლისში დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი კიევის დოკუმენტის მოსამზადებლად. საბოლოო შეთანხმების შედეგად:

მოლდოვასა და დნესტრისპირეთს უნდა ჩამოეყალიბებინა ხელშეკრულების საფუძვემზე დემოკრატიული ფედერაციული სახელმწიფო;
უნდა შეესრულებინათ ძველი ხელშეკრულებები;
კომპრომისულ საკითხებზე გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები;
მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მოლდოვური მხარე ეწინააღმეგება დნესტრისპირეთის შემოთავაზებებს, როგორც ფედერაციის, ასევე ორი თანაბარი სუბიექტის შექმნას.

დღევანდელი გეოპოლიტიკური გარემოდან გამომდინარე მოლდავეთ-რუმინეთის გაერთიანების საკითხს საფრთხე ემუქრება. ამ საკითხთან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილის შინაარსი ასეთი იყო: „რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც მოლდოვას დამოუკიდებლობა აღიარა და საელჩო გახსნა მოლდოვას რესპუბლიკაში (20 იანვარს 1992წელი)“.

რუმინეთი ავითარებს ურთიერთობებს მოლდოვასთან ორი ძირითადი მიმართულებით:

ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დამყარებულია: საერთო ენაზე, ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე;
საერთო ევროპული განზომილება: რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროზონაში გაერთიანებას; (Wolff, 2011)
რაც შეეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ორი სახელმწიფოს ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისათვის იკრიბებიან ყოველწლიურად:

რუმინეთის პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს, ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში (27-28 იანვარს 2010);
რუმინეთის პრემიერ მინისტრის, ემილ ბოსის, ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში (31 მარტი 2010);
მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიჰაი ჯომპუმ მოაწყო ვიზიტირუმინეთში (27-28 აპრილი, 2010). რის საფუძველზეც ორი პრეზიდენტის ხელმოწერილი დეკლარაციით გათვალისწინებულ იქნა დაწესებულებათა შორის სტრატეგიული პარტნიორობა ევროინტეგრაციისთვის;
ერთობლივი სამთავრობო სხდომა რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკაში, ქალაქ ლასი (3 მარტი 2012).
ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტი რუმი��ეთში (3-4 მაისს 2012);
რუმინეთის პრემიერის ვიქტორ პონტას ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში (17 ივლისი 2012);
გაერთიანებულ სხდომა რუმინეთსა-მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობათაშორისი კომისიის (ბუქარესტში, 2-3 ივლისს 2012);
თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ეფუძნება ევროინტეგრაციის სურვილს, ხორციელდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური პროექტები. კერძოდ კი:

რეგიონული განვითარების ბიუჯეტის 30% გადაერიცხა მოლდოვას 2012-2015 წლებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად;
5000 სტუდენტს მიენიჭება რუმინეთის სტიპენდია;
ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები უკეთესი მოლდოვისთვის;
რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს მოლდოვას გაერთიანებას ევროსივრცეში. ის უწევს შუამდგომლობას მათ. მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოლდოვას რესპუბლიკას დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, აგრეთვე მოდერნიზებადი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში. რუმინეთი ცდილობს მოლდოვამ მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა;
მოლდოვის რესპუბლიკას აქვს პოტენციალი გახდეს წარმატებული პარტნიორი ევროკავშირისათვის: აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმაში. მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, აგრეთვე ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ წარმატებულად მიმდინარეობს, პროგრესია მოლდოვას მიმართ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დკავშირებით. ოფიციალური ბუქარესტი იმედოვნებს, რომ ურთიერთობის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში წარმატებულად მოხდება მოლდოვას ინტეგრაცია ევროზონაში;
ამავე დროს სავარაუდოა, რომ მოლდოვას ეკონომიკამ ევროინტეგრაციის შემთხვევაში სტაგნაცია განიცადოს, გამომდინარე საერთო ბაზრის მოთხოვნიდან. მას გაუჭირდება გადას���ხადებისა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოგეხსენებათ, რომ მოლდოვას ეკონომიკა ყურძნისა და ღვინის კულტურაზე დგას. ბულგარეთში კი ვაზი გაჩეხეს საერთო ევროპული ბაზრის მოთხოვნით. მოსავალი ზომაზე მეტი იყო. ევროკავშირში შესვლით კი მას ეს მძიმე მოთხოვნა შეიძლება დაეკისროს;

2010 რუმინეთის პრეზიდენტი ტრიან ბასესკუ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მაქსიმუმ 25 წელიწადში მოლდოვა რუმინეთის ნაწილი გახდება. საინტერესოა ის, რომ მისივე განცხადებით ამ შემთხვევაში ევროკავშირის საზღვრები დნესტრზე გავა. ბასესკუს განცხადებით, რუმინეთი არასდროს მოაწერს ხელს საზღვრის შესახებ შეთანხმებას, რადგან ეს მოლოტოვ-რიბენტროპის (1939,23 აგვისტო) პაქტის დაკანონება იქნება. (ნატროშვილი, 2015)

რუმინეთის პრეზიდენტი უნდობლობას უცხადებს ოფიციალურ მოსკოვს, ამის პარალელურად კი რუსულმა მხარემ დნესტრში ჯარების დატოვება 2042 წლამდე გაახანგრძლივა. მისი ასეთი ხმამაღალი განცხადებები ალბათ ამერიკის მხარდაჭერითაა განპირობებული (მოგეხსენებათ, რომ რუმინეთში ამერიკული საშუალო სიშორის რაკეტებია განლაგებული. აგრეთვე რუმინეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღის მწარმოებელი ქვეყანა).

დღესდღეობით 70 000-ზე მეტმა მოლდოველმა მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა. ამ პროცესების პარალელურად კი საგარეო საქმეთა სამინისტრო თითქოსდა თვალს არიდებს გაერთიანების საკითხს და მთავარი აქცენტი გადაააქვს მოლდოვას ევროინტეგრაციაზე.

აქ შემდეგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი:

რუმინეთი და მოლდოვა განსხვავდებიან ეკონომიკური გაერთიანებით. რუმინეთს მშპ 267.1მილიარდი აქვს (46). ერთ სულ მოსახლეზე 12.467 $ მოდის (74-ე მსოფლიოში). აგი-0.781 (მე-50მსოფლიოში).

ამის პარალელურად მოლდ��ვაში ასეთი მდგომარეობაა:

მშპ 10.746 მილიარდია (136-ე მსოფლიოში). ერთ სულ მოსახლეზე 3,174 $ (128-ე მსოფლიოში). აგი-0.649 (111-ე მსოფლიოში).

რუმინეთის მხრიდან ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით შემცირდა გაერთიანების სურვილი. სხვა შემთხვევაში ამ ორი რეგიონის გაერთიანებას მოჰყვება უშუალოდ რუმინეთის ეკონომიკის შემცირება და სტაგნაციაც კი. ამ პროცესების გამო ახლა მთავარი მსურველი გაერთიანებისა მოლდოვური მხარეა. ამბობენ, რომ ეს სურვილი რუმინეთის ეკონომიკურმა დაწინაურებამ გამოიწვია. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი. რუმინეთ-მოლდოვას გაერთიანების სურვილი მაშინ გაჩნდა, როცა ეს ორი მხარე რუსული ჩარევის შედეგად გაიყო.ნაციონალიზმის ტალღა მანამ წარმოიშვა, სანამ რუმინეთის ევროინტეგრაცია და ეკონომიკის ზრდა მოხდებოდა. (ლიკლიკაძე, 2014)

ამ საკითხში მონაწილეობს მთელი სოციუმი, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სიმბოლოები (დროშა, გერბი, ჰიმნი) აბსოლიტურად იდენტურია:



აგრეთვე გასათვალისწინებელია ნაციონალურ ტალღაზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. საზოგადოებრივი განწყობა და სამთავრობო პოლიტიკა. მიუხედავად იმ წერილისა, რომელშიც ოფიციალურმა რუმინეთმა განმიცხადა, რომ ერთადერთი მიზანი მოლდოვასთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება და ევროინტეგრაციაში დახმარებაა, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ტალღა არ შეჩერდება და აუცილებლად მიიღწევა შედეგი – “დიდი რუმინეთის“ კვლავ გაერთიანება, დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტა და ამით მსოფლიო მშვიდობისადმი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

ბიბლიოგრაფია:
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.