NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

–როცა რაღაც უსახელო გტკივა სულში...მაშინ ცდილობ ისე შენიღბო, რომ უცხო თვალთაგან დაფარო.
თითქოს გეშინია, ძველმანებივით გადანახული სკივრი არავინ იპოვოს და ის, რაც შენთვის ძვირფასია არ მიმოფანტოს სხვების დასანახად.
–არ გაგიუფასუროს!
–როცა უსაშველოდ გტკივა რაღაც...
–გრძნობ რომ გინდა განთავისუფლდე. მოიხსნა ზურგზე წამოკიდებული ტვირთი და ფრთები გაშალო.
ისევე როგორც დიდიხნის წინ...
მაინც რომ ვახერხებდი ამოვმძვრალიყავი სხეულიდან და დიდხანს უსასრულოდ მეფრინა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.
დროებით მაინც გავრიდებოდი სცენას. სადაც ყველა თამაშობდა და სადაც ამ დიდ მსახიობებს მაყურებელიც აღარ ჰყავდა.
–არაფერი ქრება უკვალოდ.
ყველა და ყველაფერი რაღაცა სხვა განზომილებაში გადაინაცვლებს.
ძირს ჩამოვარდნილი ფოთოლიც...
ხიდან ჩამოვარდნილი მკვდარი ჩიტიც... და თავად ადამიანიც!
სადღაც სხვა განზომილებაში გ ა რ დ ა ი ც ვ ლ ე ბ ა!
გარდაიცვლება, რომ ალბათ ისევ ხელმეორედ დაიბადოს უკვე იქიდან... კიდევ სხვა განზომილებაში.
და ასე გრძელდება უსასრულოდ...
დედამიწაც ხომ ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო.
ყველას და ყველაფერს თავისი ღერძი აქვს… სადაც წრეზე ტრიალებს ყველაფერი.
ადამიანიც...ხეებიც...ფოთლებიც...
მზერასაც გვიყინავენ, რომ იმ ლამაზი ადამიანის მიღმა...იმ ლამაზი ხის მიღმა...იმ ხიდან მოწყვეტილი ფოთლის მიღმა, უკვე სხვა სამყაროა და იმ სამყაროს დანახვა თითქოს აგვიკრძალეს.
არ მოგვცეს უფლება რომ ცალი ხელით გადაგვეწია და ფარდის მიღმა გადაგვეხედა.
-ბედისწერას არ უყვარს ურჩი ადამიანები!
მათ ხშირად სჯის სხვების დასანახავად. რომ აღარ გაბედონ ...
იმ აკრძალული კარების შეღება…
იმ წითელი ხაზის გადაბიჯება, რომელიც უხილავადააა გავლებული ყველგან.
–მახსოვს, ალბათ ასე ცამეტი წლის წინ. როცა ერთ შეშლილ მოხუცთან ვმუშაობდი. სადღაც ტყეში, ძველ სახლში ვიყავი გამოკეტილი.
მელიები მოდიოდნენ სახლის კარებთან და რამდენჯერ გველსაც გადავაბიჯე ზღურბლზე!
უკაცრიელ ტყეში იდგა ეს დრო–ჟამისგან გახუნებული სახლი და ტყის სიღრმეში რამდენჯერ შევსულვარ რომ დამვიწყებოდა ყველაფერი.
ხშირ ტყეში მზის სხივებიც ძლივს აღწევდა... და იმ პატარა სხივებსაც, რომელიც ფოთლიდან ფოთოლზე ხტუნაობდა, რომ ჩემამდე მოეღწია როგორმე...თავს ვარიდებდი.
ასე ნახევრად სიბნელეში მსიამოვნებდა ყოფნა გარინდებულს...
და გადასარჩენად მაშინ ყველაზე ლამაზ სურათს ვეძებდი გონებაში...
ჩემი შვილი რომ დამანხვეს ნახევრად ნარკოზში მყოფს...
–ესაა ყველაზე ლამაზი სურათი ჩემს ცხოვრებაში...
–როცა ძალიან მიჭირს, ახლაც ამ სურათთან მივდივარ და რომც ვტიროდე მაინც ვიღიმები...
ამისთვის ღირდა თუნდაც მოსვლა ამქვეყნად. რომ პატარა ჯაჭვის რგოლი ვყოფილიყავი. სადაც ჩემი შვილი უნდა ჩამდგარიყო!
ერთ დილას დავინახე როგორ შემოასკდა სქელ სარკმლის მინას ჩიტი და უსულოდ დაეცა...
გიჟივით გავარდი გარეთ და მკვდარი ჩიტის ოდნავ გახელილ თვალებს დიდხანს დავცქეროდი ხელის გულზე.
მაშინ თვალები ცრემლით ამსებოდა...და ვერავინ ვერ დამაჯერებდა რომ ჩიტმა თავი არ მოიკლა.
რაღაც უთქმელი შეჰყინვოდა პატარა ჩიტს გაყინულ თვალებზე.
–იქნებ...მასაც ატკინეს, უღალატეს...იქნებ ისიც აიძულეს ასე მოქცეულიყო?
–იქნებ ჩიტებსაც ადამიანებივით უყვართ მხოლოდ სუსტსა და უძალოს გხედავდნენ...
– რომ მოწყალება გამოიღონ ყველას დასანახად.
–რომ ერთმანეთს დაუმტკიცონ რა გულმოწყალენი და დიდსულოვანი არიან!
მაგრამ იგივე ხალხი არ გაპატიებს თუ ერთი ნაბიჯით წინ გაასწარი. და ზურგში მოგექცნენ!
–იქნებ ჩიტებიც არ გპატიობენ წინ გაფრენას?
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მაშინ იმ ჩიტმა თავი არ მოიკლა...
–მერე დიდხანს რომ დავყურებდი ხელის გულზე უსულოდ მყოფს.
ის ჩიტი იქვე დავმარხე. პატარა საფლავი გავუკეთე და დღემდე არ გამომსვლია გონებიდან.
ხშირად მახსენდება და რაღაც საერთოს ვპოულობ ადამიანებსა და იმ ჩიტის მოქმედებას შორის!
ადამიანის სული ქოთანში ჩარგულ ლამაზ ყვავილს ჰგავს. თუ ერთი დილაც დაგავიწყდა და წყალი არ დაუსხი...ჩაგიჭკნება და მოკვდება.
სულს ყვავილივით უნდა მოვლა. სხვანაირად ვერ გადაარჩენ.
სულმა დაობებაც იცის სიბნელეში და ამიტომ უნდა გამოიტანო ძველი ქვეშაგებივით მზეზე!
– რომ მზის სხივებმა დახედოს და გაანათოს.
თორემ დაობებული სულით კაცი დიდხანს ვერ გაძლებს.
სული გარდაეცვლება და თავადაც ცოცხალ მიცვალებულს დაემსგავსება.
ტალახშიც უნდა გაიარო, რომ იმის მერე სუფთა ადგილის მადლი შეიგრძნო...
სისულელეც უნდა ჩაიდინო...რომ განთავისუფლდე ვიღაცის მიერ დაგეგმილ, დაკანონებულ დოგმებისაგან.
უნდა გახსოვდეს რომ ყველა კანონი, ცივი გონებით დაიწერა...და ცოცხალმა ადამიანმა დაწერა.
რომელიც თავად მოირგო!
შენ კიდევ....შენით უნდა მოძებნო შენთვის მისაღები კანონი...
ა დ ა მ ი ა ნ უ რ ი კანონი!
–რომელსაც უნდა მიენდო!–გაჰყვე!
–რომლითაც უნდა დარჩე ის, ვინც ხარ!
–ეგაა სულ!
ქარმაც კი არ უნდა შეგაშინოს და გადასარჩენად დამპალ ხეს არ უნდა წაეტანო!
არ დაგავიწყდეს!–ვიღაც სადღაც ზის და ...
მისთვის არაფერი არაა დაფარული. შენი ყოველი ნაბიჯი, მოქმედება სადღაც ითვლება!
რომ მერე ხელმეორედ დაატრიალონ ფილმის კადრივით!
აი, მაშინ მიხვდები, რომ ამაოება არაფერი ყოფილა. იმ ამაოებას გადაყოლილი სიცოცხლე კი მტვრად გაქრობა...ამ დიდ სამყაროში!
–მე არ მეშინია მტრების!
–მაშინაც კი...როცა მათი რიცხვი იზრდება და იზრდება!
–მე მათ წინაშე ჩემი სიმართლით ვდგავარ!
–აი ასე შიშველი ხელებით, ჩემი მართალი სიტყვით მხოლოდ!
–და იცით რატომ?
–არავინ ისე არ ხედავს მათ სიპატარავეს, როგორც მე დავინახე.
რამდენადაც იზრდება მტრების რიცხვი...იმდენად ახლოს მივდივარ ღმერთთან!
–რადგან ღმერთთან ადამიანი ყოველთვის მარტო მიდის!
–იქ ბრბოს როლი დაკარგული აქვს!
–იქ ადამიანები როლებს ვეღარ ირგებებენ.
ახლაც ვზივარ ზედმეტად გამთბარ ოთახში და დიდი, მინის კედლიდან გავყურებ თეთრად გადაპენტილ სამყაროს.
თეთრი ფერით გაჟღენთილა ჰაერიც კი.
ნაძვებს ისე სქლად დასდებია თოვლი, თითქოს ვიღაცამ საახალწლო ტორტიდან ლამაზი ნაჭერი ჩამოაჭრა მეტისმეტი სიფრთხილით და ისე მიართვა ნაძვებს!
თვალს მაინც უხარია...
ნაღველ შეპარული მზერით აღიქვამს ამ საოცარ სილამაზეს და ცდილობს მეხსიერებაში აღადგინოს, თუ როდის იყო უკანასკნელად რომ დარბოდა ამ თვალუწვდენელ სითეთრეში და ნაფეხურებს ტოვებდა...
მაგრამ თოვლს ერთი უარყოფითი მხარე აქვს. არაფერს ინახავს დიდხანს.
არც ნაფეხურებს...
არც მოგონებებს...
არც სილამაზეს...
ვზივარ და ნაღვლიანი მზერიდან გავყურებ მოლოდინით გაწოლილ სითეთრეს გარეთ.
იყო დრო რაღაცას მპირდებოდა...
იყო დრო რაღაც ენით უთქმელით მავსებდა.
ახლა კი მოგონებებთანაც აღარ მიყვარს უკან მიბრუნება. ხანდახან თუ გასხლტება ნაღვლიანი სურათი გონებაში წყლიდან ამომხტარი თევზივით.
სულ ეგაა...
თვალები აღიქვამენ. მერე უხილავი სადენებით წამიერად გონებას გადაეცემა. უცბად ამოქექავს ნაცნობ კადრებს სადღაც ფსკერზე დალექილს და მერე იგივე სისწრაფით გულისკენ გადაინაცვლებს.
რომ კიდევ ერთხელ შემახსენოს...
კიდევ ერთხელ მატკინოს.
მარწუხებივით მომიჭიროს და სუნთქვა შემეკრას...
თოვლი ხომ განშორებასთან ასოცირდება...
მაშინაც ასე დიდ თოვლს გადაეფარა სამყარო...
ასე გადაეთეთრებინა სახლები, ქუჩები და ხეები...
–თითქოს გარშემო ყველაფერი დამნაშავე ბავშვივით იყო თავდახრილი... –რადგან იცოდა ჩვენი განშორების მოწმე უნდა გამხდარიყო.
და გონებას გამოაკერა უადგილო საკერებელივით, სამუდამოდ განშორება... დიდ თოვლიანობას!
–რომელმაც ჩემი დასასრული ნახა. რომელსაც შემოვრჩი და შემომრჩა.
–ზოგჯერ მეჩვენება ადამიანები ვიგონებთ იმას, რაც გვჭირდება. რითაც უნდა გადავირჩინოთ თავი.
–მეღიმება.
მუხლებზე დამდგარი ფუფალა მახსენდება, რომელიც მუდარით ეხვეწება სოფლის ქალებს...
–ხომ დამიტირებთ ხმითო.
თითქოს გაიგებდა რამეს. თითქოს მისი მზერა მისწვდებოდა სხვა სამყაროდან, თუ როგორ ამოიწმენდავდნენ სოფლის ქალები თავშლის ყუით მოწოლილ ცრემლებს.
–მაგრამ მასში იმდენად იყო უკვე გამჯდარი დიდი ტკივილი, რომ ეს ცრემლები მალამოდ, ნუგეშად სჭირდებოდა, თუნდაც მიცვალებულს. თავისი ტკივილის მოზიარე სჭირდებოდა...
უნდოდა დაეჯერებინა, რომ ერთ ადამიანს მაინც დააკლდებოდა იქით წასული. ისევ თავის სიცოცხლის, ამქვეყნად ყოფნის გასამართლებლად.
–„არცა შიოლა ყოფილაო!“–ეს ხმა ისე სიღმიდან, ჩაგუბებული დამწყვდეული ამოსკდა ...
რომ მთლიანად გამოხატა ამ რამოდენიმე სიტყვამ ქალის უძირო ტრაგედია.
–ჰო, ხშირად ვიგონებთ ჩვენც ფუფალასავით შიოლებს...რომ როგორმე ცოტა გავაფერადოთ ფერდაკარგული წუთისოფელი. რომელიც თავისი რუდუნებით მიდის და გაიძულებს შენც ვიწრო კალაპოტში გამომწყვდეულმა, მისდიო აზროვნებითაც და ცხოვრებითაც.
იმ კალაპოტიდან გადმოხედვის უფლებაც არ გაქვს.
და არც უნდა მოინდომო...
თორემ მერე იქ დარჩენილები არ გაპატიებენ და ყველა მხრიდან მახვილს აღმართავენ შენს თავზე.
–ესეც გამოვცადე...
ფუფალასავით მუხლებზე დამდგარმაც ამოვიკვნესე სიკვდილამდე:–„არცა შიოლა ყოფილა“–თქო!
არ მოვინდომე იმ პატარა ჯაჭვის რგოლად ყოფნა და ამოვარდნილი ზედმეტად დავრჩი.
თუმცა გასავლელმა გაიარა...
დასაკარგი დაიკარგა...
–ახლა უკვე მე და ჩემი სული ვართ ერთმანეთის პირისპირ.
თვალს თვალში მიყრის და ჩურჩულით მეკითხება:
–რომ შეგძლებოდა თამაში, თავისმოტყუება...სისულეეებზე სხვისთვის ტაშის დაკვრა....რომ მოგეთმინა და აკრძალული ხიდან არ მოგენდომებინა ვაშლის მოწყვეტა, დღეს სხვანაირად იქნებოდი.
სადღაც დაიწყებოდა და დამთავრდებოდა ბედნიერება...
როგორც სხვებისთვის.
–და ახლა ჩემი სული იმ დიდ, მინის სქელ სარკმელზე შემონარცხებულ ჩიტს ჰგავს...
სისხლის წვეთები რომ დარჩა მინას.
და ახლაც თვალწინ მიდგია...
პატარა, ლამაზი ფერებით მოხატული ჩიტი...
რომელმაც თავი მოიკლა.
მასაც ატკინეს და მოუკლეს პატარა გული.
მე კი უტყვი, მდუმარე მოწმე გავხდი ამ თვითმკვლელობის.
–ჰო, ჩემი სული ჰგავს იმ პატარა ჩიტს. მინას რომ შემოენარცხა.
ვცდილობ, ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად ჩავთვალო...
დაბადებაც და ცხოვრებაც!
ერთ გრძელ, უსიამოვნო სიზმრად. სადაც ყველაფრის თამაშს გვაიძულდებდნენ. მე კი იმისთვის დამსაჯეს რომ არცერთი როლის კოსტიუმი მოვირგე...
არ მაპატიეს და „ლამაზ კოსტიუმებში“ გამოწყობილი სპექტაკლის მონაწილენი შემომისიეს.
–არ მაპატიეს „უროლოდ“ დარჩენა ყოველგვარი გამოგონილის გარეშე... მე კი მგონია...მე ჩემი თავი უნდა მეთამაშა.
– ის რაც ვიყავი...
–ის ვინც ვიყავი...
ფერუმარილის გარეშე!– რადგან ვიღაცამ ჩემში იმდენი ჩადო, რომ ყოველთვის მოსწრებაზე ვიყავი დღის სინათლეზე გამომეტანა!
–თვალებს ვხუჭავ...
ფეხზე აუდგომლად ვაღებ, მინის კარებს და უკვალოდ მივდივარ ტყისკენ...
–ნაკვალევს არ ვტოვებ.
თითქოს მეც თეთრი თოვლის ფერი კაბა მაცვია და პეპეპლასავით მივიწევ თეთრად მორთულ ნაძვებისკენ.
–ღმერთო, რა სასიამოვნო განცდაა.
როცა სხეული უძლურია სული შეაკავოს!
და სინანულით გამოგყურებს როგორ თავისუფლად, ლამაზად მიდის თოვლით გაჟღენთილ ჰაერში.
სველი თოვლის სუნსაც ვგრძნობ და თეთრი ფიფქები ისე დაფარფატებენ, როგორც ზღაპარში.
რაღაც ლამაზს მიყვება ისევ.
ისეთს ბავშვობაში რომ მიამბობდა პაპა!
ლამაზ ზღაპრულ უფლისწულზე...ფასკუნჯს რომ ამოჰყავდა ქვესკნელიდან.
ისეთივე გაფართოებული თვალებით მივიწევ ტყის სიღრმეში და ეს თვალუწვდენელი სითეთრე ისე წმინდა, ისე შეურყვნელია...მხოლოდ თვალებით ვეფერები...
ვგრძნობ ვიღაც დიდ ხელს მადებს თავზე და ტკივილები მიამდება. სასიამოვნო ჟრუანტელად იღვრება ჩემში უხილავი სითბო...მითბება სული.
სხეული უკან მორჩა...
თბილი ჰაერით გაჟღენთილ ოთახში.
–აქ კი...ჰაერს ახალდაბადებული ბავშვის სუნი უდის.
–მოტკბო და მშობლიური.
ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა.
მარტოობასაც... ღალატსაც...გადაკეთებასაც...
–ზოგი სათბურში გამოყვანილი ნერგივითაა. სხვა ნერგზე ამყნობენ და ცდას ატარებენ, გაამართლებს თუ არა.
–მაგრამ როდესღაც...
–სადღაც...
დასაწყისში ყველას გვეძლევა ერთხელ მაინც არჩევანის უფლება.
მხოლოდ ერთხელ და ჩვენ ვწყვეტავთ მივიღებთ, თუ არა ...
ყოველთვის გვგონია კიდევ მოგვცემენ შანსს უკან დაბრუნების.
მაგრამ უკან დაბრუნება ხშირად საოჯახო ალბომის დათვალიერებას ჰგავს!(მხოლოდ სინანული შეგიძლია)
გულდაწყვეტილი რომ ათვალიერებ გაყინულ დროში, ქაღალდზე გადმოტანილ გაუცხოებულ სახეებს. და ცდილობ გაიხსენო რატომ გქონდა ასე ლამაზი, ხალასი ღიმილი.
მაგრამ ვერ იხსენებ.
ხავსდადებულია თითქოს წარსულიც და ასხლეტილ წვიმის წვეთივით ჩაგრჩენია ნაწყვეტ–ნაწყვეტად მოგონებაც.
რომ გიჭირს თანმიმდევრობით დაალაგო.
ისევე სტოვებ და გინდა დაიჯერო, რომ ისიც ერთი გრძელი...უსიამო სიზმარი იყო. რომლიდანაც გაგიჭირდა თავისდაღწევა.
თითქოს შრეებად ჩაწყობილი ტკივილები პირველყოფილი სიცხოველით უკან გიბრუნდებიან და გრძნობ...
–მორჩა!
ამას ვეღარ გაუძლებ უკვე...
ისევ ხურავ ალბომს და თავპირისმტრევით გამორბიხარ იქიდან.
და გინდა გამოხვიდე...სულ გამოხვიდე...ყველაფრიდან...
რომ ხელახლა დაიბადო და ისევ იმ ლამაზი ჩიტივით გარდაიცვალო...
სარკმლის სქელ მინას, რომ თავგამეტებით შემოენარცხა.
ჩვენ ყველანი...იმ პატარა ბავშვებს ვგავდით....
რომლებიც სადღაც....შორს უკაცრიელ კუნძულზე მიიყვანეს გემებით და იქ დატოვეს ღვთის ამარა...
თან დაცინვით უთხრეს, რომ ყველას თავად უნდა ეპოვა სახლისკენ მიმავალი გზა.
ზოგმა იქვე გაიკეთა სახლი. დრო არ დაუკარგავს. მეორემ პირველს მიბაძა და ერთმანეთის მიბაძვით თავი არ შეუწუხებიათ ძებნით.
ზოგმა კი...შორი გზა აირჩია…
იმ ნამდვილი სახლის მოსაძებნად, რომელშიც ბოლოს მოგვიწევს სულიერი ჭრილობების დაამება.
რადგან იცოდნენ, რომ ნამდვილი სახლი შორ გზაზე უნდა გეძებნა. ბევრჯერ დაგეკარგა სიხარული და ყოველი ნაბიჯი ტანჯვით გადაგედგა...
–სხვანაირად ვერ მიაღწევდი იმ ნამდვილ სახლში.
–ჰო, სამწუხაროდ...დედიშობილები, ახალდაბადებულები მოგვიყვანეს ამ ცივ მიწაზე და ცდები ჩაატარეს ჩვენზე.
–როგორც ძაღლზე, რომელსაც სახლიდან მოშორებით, რამოდენიმე დღის სავალზე ტოვებენ და აინტერესებთ იპოვის თუ არა სახლს.
–ჩვენც ასე დაგვიდგინეს...
თოთო ფურცლები გადაუშლელი წიგნებივით მიწაზე დაგვყარეს და გვაიძულეს მკითხველს დავლოდებოდით.
–და რაა ბოლოს ეს ყველაფერი?
–რაღაც არარსებულის ძებნა?
–რაღაც მიმალულ თილისმასავით ჩაბნეული ჩვენს სულზე?!
რომლის არსებობა ჩვენც კი არ ვიცით.
ზოგჯერ ვიღაც გიჯანყდება სულში და გინდა, რომ ადამიანებს აადღლიზო სახიდან ეს ძალით მიწებებეული, საკერებელივით დადებული ნიღაბი და ხმამაღლა უთხრა:
–დაიბადეთ ახლიდან!
–გაიხადეთ ფეხსაცმელები და ფეხშიშველმა გაიარეთ საკუთარი მიწის გულზე, რომ იგრძნოთ მისი გულისფეთქვა.
–მოიცილეთ!– მოიგლიჯეთ ეს არფრისმთქმელი საზიზღარი ნიღაბი და ბავშვებს დაემსგავსეთ!
–რადგან მხოლოდ ასეთებს გაგიღებთ უფალი სასუფევლის კარს!
–რადგან მხოლოდ ასეთებს დაგეძინებათ ბავშვებივით უშფოთველად!
–რადგან სიბრალული კი არ...(ისიც სხვის დასანახად გამოგონილი) გადაგრაჩენთ!
–არამედ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია...ბოლომდე მიგატანინოთ ზურგზე მოკიდებული ტვირთი...
–მაშინაც კი, თუ მარტო დარჩებით!
თუ ყველა ჩამოგეცლებათ გზიდან და ხელის შემშველებელსაც არ დაგიტოვთ წუთისოფელი!
რადგან ბევრჯერ იგრძნობ სულში ექოსავით, ჟრჟოლვად შემოსულ არაამქვეყნიურ ხმას!
რომელიც სულის კედლებს ექოსავით შემოასკდება:
–გამომყევი შვილო!
თითქოს ბუმბულივით აგიტაცებს წაქცეულს და ყველასგან მიტოვებულს და მკერდზე ურჩი ბავშვივით გიხუტებს...
რომ უხილავად გაგავსოს. ძალა მოგცეს და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოს, რომ ეს გზაა აუცილებელი გასავლელად.
ხელმეორედ რომ ნამდვილად დაიბადო!
და მაინც იმ ჩიტზე ვფიქრობ...
რომელმაც თავი მოიკლა და ეზოს შუაგულში მივუჩინე საფლავი!
–თითქოს მაშინ სიყვარულმა მოიკლა თავი ჩემს თვალწინ...
და ხშირად ბრუნდება უკან დიდ კითხვის ნიშნად, გამოცანად.
მე ვერ განვაზოგადებ სიყვარულს...ვერც სიძულვილს განვაზოგადებ!
ის ვისაც ჰგონია ყველა უყვარს...
სინამდვილეში არავინ უყვარს.
რადგან როცა ბნელდება...
აუცილებლად თენდება!
როცა წვიმს, აუცილებლად გამოდის მზე...
როცა გიყვარს...ვიღაც გძულს კიდეც!
რადგან სხვანაირად სიყვარულს ვერც აღიქვამ!
სიძულვილია ზოგჯერ საჭირო იმისთვის, რომ სიყვარული დაინახო!
ისევე, როგორც სიკვდილის გარეშე სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობ!
ჯერ უნდა მოგკლან, რომ მერე დაიბადო და დაინახო...
თურმე რა დიდი ბედნიერებაა მეორედ დაბადება!

/ ირმა ბეგლარიშვილი /
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.