NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

არავინ არ მოელოდა, თუ ასე სწრაფად და მოულოდნელად ჩაიქროლებდა სიცოცხლე ყვალასათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის საქართველოს სახალხო პოეტის, პოეტ-აკადემიკოსის გიორგი ლეონიძისა, რომელმაც ყველას დაწყვიტა გული, მაგრამ დარჩა იგი ახლობელთა, ნათესავთა, მეგობართა მოგონებებში. მოგონებებში ცოცხლდება ეს ბუმბერაზი პოეტი და შთამომავლობისათვის ნათელი ხდება მისი დიდი სულგრძელობა, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. მისი სასწაულებრივი შემოქმედებაც ხომ ამისი ნათელი დადასტურებაა.
თამარ ოქროშიძე: გოგლასთან შევედი კაბინეტში. წერდა. ჩემს შესვლაზე კალამი დადო. ლექსი „ქართველ ოსტატებს“ დავწერეო, მითხრა და ძველი საქართველოს მეჩუქურთმეებისადმი, მწერლებისა და მხატვრებისადმი მიძღვნილი ლექსი წამიკითხა. შემდეგ მარცხენა უჯრა გამოსწია, ქაღალდების გროვაში რაღაც მოძებნა, თქვა: ორი ათასი წლის წინათ სამარხში რომ სალამური ნახეს, იმაზე დავწერე ლექსი, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებიაო.

დიდ ფურცლებზე თითო სტრიქონი ჰქონდა დაწერილი, ზოგან ორი-სამი.

- მერე წავაწყდები ამ სტრიქონებს, ჩანაფიქრი მომაგონდება და ვწერო, - მიხსნის პოეტი.

დღეს მთელი დღე წერდა.

- რა უნდა დავწერო ასეთ პირობებში, - ხუმრობს, - დავიწყებ წერას, კარი გაიღება, ხუთჯერ ნეიმანი შემოვა, ექვსჯერ კვალიაშვილი, ათჯერ ოქროშიძე და ასე გიფუჭდება ლექსის წერის განწყობილებაო;
ასე აფორიაქებული იშვიათად მინახავს გოგლა. გუშინ უსიამოვნება შეხვედრია.
- საღამოს ისეთ გუნებაზე ვიყავი, ვერის ხიდზე მიმავალმა მტკვარში გადავარდნაც კი ვიფიქრე, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი ირგვლივ, - მიამბო პოეტმა.
- ხიდზე გალაკტიონი შემხვდა პალტომოხურული, შემამჩნია, ცუდ გუნებაზე რომ ვიყავი, მითხრა, გოგლა, ცხოვრებას არ უნდა აჰყვე, თორემ გაგაგიჟებს, გამაგრდიო! ამ სიტყვებზე ცრემლი მომერია, მაგრამ გალაკტიონს არ შეუმჩნევია. მერე გამომყვა. გალაკტიონს პირველად შევხვდი ასე სასაუბროდ.
ყორღანოვის ქუჩის დასაწყისში გალაკტიონს გიორგი ლეონიძისათვის უთქვამს: მოდი, გოგლა, ეკლესიაში შევიდეთო და ლურჯი მონასტრისაკენ გადაუხვევიათ;

გიორგი ლეონიძესა და გიორგი აბზიანიძესთან ერთად ცნობილ ქართველ ტექნიკურ ინტელიგენტებთან - ინჟინრებთან და მეცნიერებთან ვარ, საუბარი სამეცნიერო ხარისხების მიღებას შეეხო. ლიტერატურის მოყვარულმა ერთმა ინჟინერმა ფილოლოგთა თემები დაიწუნა, გაჰკენწლა ვასილ ბარნოვი.
ძალიან მეწყინა. შევუტიე მოსაუბრეს, მაგრამ იგი თავისას იმეორებდა. შემდეგ პოეზიას მისწვდა - უკვე დასრულდა პოეზიის ბატონობა, ახლა ჩვენი საუკუნე დგებაო.
გიორგი ჩუმად იყო, დინჯად ისმენდა საუბარს. ბოლოს წამოდგა და თქვა:
- მართალია, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანი მიუწვდომელს წვდება, რა თქმა უნდა, ტექნიკის საუკუნეა, მაგრამ ხომ გინახავთ მწვანე, ხასხასა ბალახი ქვაში ამოსული, გაოცებულხართ, ამ უსუსურმა ბალახმა კლდე როგორ გააპოო. პოეზია ამ ბალახივით არის, ქვას ხვრეტს, კლდეს აპობს და მაინც თავს იჩენს. წარმოვიდგინოთ, მთელი მსოფლიო ასფალტმა დაჰფარა. პოეზია ამ ასფალტს ამოტეხს და ამოვა, რომ ასფალტითა და რკინა-ბეტონით გახევებული გული გაანედლოს, ადამიანს სულიერი საზრდო მიჰმადლოს.






     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.