NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

ნავთობის ფასები რეკორდულად ეცემა. პირველად 2009 წლის მაისის შემდეგ Brent- ის მარკის ნავთობის ფასები 55 დოლარს ჩამოსცდა. თბილისის დროით 16:40 საათისათვის ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ფასი 2,75%-ით შემცირდა და $54,87-მდე დაეცა. ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდა ნიუ-იორკის ბირჟაზეც, სადაც WTI-ის მარკის ნავთობი 2,41%-ით $51,42-მდე გაიაფდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელი ნავთობის გაიაფებით დაიწყო. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებისა და ტრეიდერების უმრავლესობის პროგნოზით ამ კვირაში ნავთობზე ფასების დაცემა გაგრძელდება. „შავ ოქროზე“ ფასები რუსეთისა და ერაყის ნავთობის ექსპორტის ზრდის, ასევე ჩინეთსა და ევროპაში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირების ფონზე ეცემა. 2014 წელს რუსეთის საშუალო ყოველდღიურმა მოპოვებამ 10,578 მლნ ბარელს მიაღწია. ასეთი რეკორდული მაჩვენებელი რუსეთში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ დაფიქსირებულა. სწორედ რუსეთის ასეთი სანავთობო პოლიტიკა გახდა საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ნავთობზე ფასების დაცემის სამიზნე. 22 დეკემბერს არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ განაცხადა, რომ „რუსეთი არ იმსახურებს წილს ნავთობის ბაზარზე“. მისი თქმით, ნავთობის მოპოვება OPEC-ი არ შეამცირებს, თუმცა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება მაინც შემცირდება პირველ რიგში რუსეთის ხარჯზე, რომელსაც ნედლეულის მოპოვება, არაბებისაგან განსხვავებით, ძვირი უჯდება. „ყველა გვეკითხება, საუდის არაბეთი თუ შეამცირებს ნავთობის მოპოვებას და ამით გაზრდის მსოფლიო ფასებს, რითაც გადაარჩენს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი, რომლისთვისაც ნავთობის 105 დოლარამდე გაძვირება აუცილებელია. მაგრამ რატომ უნდა დაისაჯოს საუდის არაბეთი რუსეთის უსარგებლობის გამო?“ - რიტორიკული კითხვით პასუხობს არაბი მინისტრი. 27 ნოემბერს OPEC-მა ნავთობმოპოვების მოცულობა უცვლელად დატოვა. OPEC-ის სამიტზე კარტელის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, ნათლად მიანიშნეს, რომ მზად არიან აიტანონ ნავთობის დაბალი ფასები რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ-ში. ნავთობზე მსოფლიო ფასების 50 დოლარამდე დაცემა არ გამორიცხა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს(EIA) ხელმძღვანელმა ადამ სემინისკიმ. მისი თქმით, მსგავსი ფასები სრულიად რეალურია. სემინისკის განცხადებით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებით 2015 წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში საორიენტაციო მარკის ნავთობის WTI-ის (ტეხასის მსუბუქი ნავთობი) ფასი $62-მდე შემცირდება. 15 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუხაილ ალ-მარზუიმ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) ნავთობმოპოვების კვოტებს იმ შემთხვევაშიც არ შამცირებს თუ ნავთობზე ფასები $40-მდე დაეცემა.
     
 
what is notes.io
 

Notes is a web-based application for online taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000+ notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 14 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.