Notes![what is notes.io? What is notes.io?](/theme/images/whatisnotesio.png)
![]() ![]() Notes - notes.io |
1. 2020 წლის 10 თებერვალია, მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის პირველი კრედიტორთა კრება, შემოწმდა კრედიტორული მოთხოვნები და დღის წესრიგის საკითხია: მომრიგებელი საბჭოს დაკომპლექტება;
2. მოვალემ არ დანიშნა მომრიგებელი საბჭოს წევრი და განაცხადა რომ უარს არ ამბობს მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნაზე, მაგრამ ამ უფლებამოსილებით ისარგებლებს მხოლოდ მას შემდეგ რაც მის მიერ წარდგენილ კერძო საჩივრებზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება;
3. კრედიტორებმა სასამართლოს თხოვეს სანამ მოვალე მოიფიქრებდა და დანიშნავდა წევრს, კრედიტორთა კრებას მისცემოდა საშუალება აერჩია მომრიგებელი საბჭოს წევრი. კრედიტორთა კრებამ აირჩია მომრიგებელი საბჭოს ერთი წევრი.
4. სასამართლომ გადადო კრედიტორთა პირველი კრება 2020 წლის 02 მარტს და გააფრთხილა მოვალე, რომ მას უნდა დაენიშნა მომრიგებელი საბჭოს წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო ემსჯელა მოვალის გაკოტრების შესახებ.
5. მოვალემ არც შემდეგ კრედიტორთა კრებაზე დანიშნა მომრიგებელი საბჭოს წევრი და ამის საფუძვლად მიუთითა რომ კერძო საჩივრებზე განხილვა არ არის დასრულებული და მას მეტი დრო სჭირდება მომრიგებელი საბჭოს წევრის შესარჩევად.
6. სასამართლომ ისევ გადადო კრედიტორთა პირველი კრება 2020 წლის 10 აპრილს და დანიშნულ დღეს მოვალე არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე. ამასთან, კრედიტორთა კრების დღის წინა დღეს მოვალემ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა გაკოტრება კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და წარადგინა მიმდინარე და ბოლო რამდნემე წლის ფინანსური ანგარიში.
7. კრედიტორთა კრებაზე მეურვემ წარადგინა ფინანსური ანგარიში, რომელშიც უთითებდა რომ მოვალემ 2019 წელი დაასრულა ფინანსური მოგებით, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალი ზუსტად ისე დაიწყო როგორც 2019 წლის. ამასთან მეორე კვარტლის დასაწყისში პანდემიის გამო მოვალემ განიცადა ზარალი. მიუხედავად ამისა არსებობს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევით კრედიტორთა დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
8. კრედიტორთა კრებაზე კრედიტორთა ხმების 50%-ზე მეტის მფლობელმა კრედიტორმა რომელიც ასევე ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორია, მიმართა სასამართლოს, განაცხადა რომ მხარს უჭერს მოვალის რეაბილიტაციას და საჭიროებისას შეუძლია დააფინანსოს მოვალის საბრუნავი სახსრები, რომ აუცილებელია მომრიგებელი საბჭოს შექმნა რომ ნეიტრალურმა ორგანომ შეაფასოს მოვალეს აქვს თუ არა რეაბილიტაციის შესაძლებლობა და დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე რომ სასამართლომ იხელმძღვანელოს კანონის ანალოგიით და დანიშნოს მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრი.
ამოცანა: თქვენ უნდა შეასრულოთ მოსამართლის როლი და მიიღოთ გადაწყვეტილება. დაასაბუთეთ გადაწყვეტილება და მიუთითეთ ასევე შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე.
კაზუსზე პასუხი უნდა მომაწოდოთ 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე [email protected]. სათარუარად მიუთითეთ ,,თქვენი სახელი, კაზუსი #3".
წარმატებები!
მიგრიაული როინი(2006), „შესავალი გაკოტრების სამართალში ‘’,გამომცემლობა ბონა კაუზა.
საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ„
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ ‘’;
![]() |
Notes is a web-based application for online taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000+ notes created and continuing...
With notes.io;
- * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
- * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
- * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
- * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
- * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.
Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.
Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!
Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )
Free: Notes.io works for 14 years and has been free since the day it was started.
You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;
Email: [email protected]
Twitter: http://twitter.com/notesio
Instagram: http://instagram.com/notes.io
Facebook: http://facebook.com/notesio
Regards;
Notes.io Team