NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

ხვალ 26 ივნისს ბოლო ლექციაა.
29 ივნისს, ორშაბათს ჩატარდება აღდგენები. ტესტები იქნება განსხვავებული, დაგჭირდებათ არა მარტო ცოდნა, არამედ აზროვნება. პასუხი უნდა გასცეთ კონკრეტული და შინაარსობრივი. .კოპირებას ვერ გამოიყენებთ, და თუ მაინც დააკოპირებთ- შედეგი გაუქმდება.
30 ივნისამდე გაქვთ რეფერატის ჩაბარების ვადა. ბევრი განმეორებით მეკითხება და გიმეორებთ: ტექსტი (5-7გვერდი) ვორდში, სლაიდები (ფოტოები, რუქები) პაუერ პოინტში. თუ ერთ პრობლემას ირჩევთ, მაგ: დანგრეული გზა, მისი ფოტოები გასაკეთებელი და დაგების შემდეგ. თუ თბილისის რომელიმე სამსაურია- ვებზე ნახავთ.თუ სხვა თემატიკაა და ფოტო არ ასახავს, მაგ: სოციალური დახმარება- შეგიძლიათ ბიუჯეტის შესრულების შესაბამისი ცხრილის ჩვენება.რეფერატის შეფასება განისაზღვრება 0-10 ქულამდე.
10 ივლისს ჩატარდება საბოლოო გამოცდა. გაითვალისწინეთ,რომ ამავე ტიპის ლოგიკური, სააზროვნო ტესტები და ღია კითხვები იქნება საბოლოო გამოცდაზეც. სირთულის მიხედვით განისაზღვრება რომელ კითხვას რამდენი ქულა ეკუთვნის.ჯამი-30 ქულა.

შედეგები და კომპედენციები:
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეიძენს ცოდნას ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლებისა და ძირითადი ცნებების შესახებ. იგი შეძლებს:
ა. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პრობლემების იდენტიფიცირებას
ბ. სათანადო თეორიული და ნორმატიული წყაროების მოძიებას
გ. შესაბამისი თეორიული ცოდნისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით დასმული პრობლემის ირგვლივ მსჯელობას
. კონკრეტული საკითხის საფუძვლიან შესწავლას და შესაბამისი ადექვქტური დასკვნების გამოტანას.
ცოდნა და გაცნობიერება
- სტუდენტს შესწავლილი ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლიებრივი რეგულირების ძირითადი პრინციპები, ისტორიული გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტები, ამ სისტემის სტაბილურობისა და გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობა თითოეული მოქალაქისათვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- სტუდენტს გამოუმუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული საკითხებისადმი სწორი სამართლებრივი მიდგომისა და გადაწყვეტის უნარი. ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა.
დასკვნის უნარი
- ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიის ფორმა სტუდენტმა უნდა მოიაზროს როგორც ქვეყნის მთლიანი კონსტიტუციური წყობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი.
კომუნიკაციის უნარი
- სტუდენტი დაეუფლება ინფორმაციის მოძიების და შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარს. ასევე სტუდენტები გამოიყენებენ შესაძლებლობას აქტივობის ფარგლებში გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაციები.
სწავლის უნარი
- ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სტუდენტს მიეწოდება ინფორმაცია და დაევალება, რათა შედარებითი ანალიზი გაუკეთოს ახლო წარსულისა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს, გამოთქვას თავის მოსაზრებები.
ღირებულებები
- კურსის გავლის შემდგომ სტუდენტს ექნება გათავისებული ადგილობრივი დემოკრატიის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონტექსტში.

შეფასების წესი:
სტუდენტების შეფასება ხორციელდება ასქულიანი სისტემით.
(A) 91-100 ფრიადი
(B) 81-90 ძალიან კარგი
(C) 71-80 კარგი
(D) 61-70 დამაკმაყოფილებელი
(E) 51-60 საკმარისი
(FX) 41-50 ვერ ჩააბარა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) 0-40 ჩაიჭრა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
შეფასების ფორმები – შეფასების ფორმებია შუალედური შეფასება (აქტივობა და ორი შუალედური გამოცდა) და დასკვნითი შეფასება (გამოცდა).
შუალედურ შეფასებაში (აქტივობა და ორი შუალედური გამოცდა) სტუდენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა, იმისათვის რომ დაშვებულ იქნას დასკვნით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 10 ქულა.
შეფასების კომპონენტი - შეფასების კომპონენტი გახლავთ წერითი გამოკითხვა (შუალედური გამოცდისას) ზეპირი გამოკითხვა (აქტივობისას) და წერითი გამოკითხვა (დასკვნითი გამოცდისას).
შეფასების მეთოდი – შუალედური შეფასებისას: აქტივობა (10 ქულა) შუალედური გამოცდა მოიცავს 20 ტესტურ კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხით (თითო ქულიანი) და 5 ღია კითხვას (თითო 2 ქულა) დასკვნითი გამოცდა (ტესტი, ღია კითხვა)
შეფასების მეთოდები
აქტივობა 10% (10 ქულა)
I შუალედური გამოცდა 30% (30ქულა)
II შუალედური გამოცდა 30% (30ქულა)
დასკვნითი გამოცდა - ჯამში 30 ქულა 30% (30 ქულა)
შუალედური გამოცდა მოიცავს 20 ტესტს (თითოეული ფასდება 1 ქულით) და 5 ღია კითხვას (თითოეული ფასდება 2 ქულით). სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30%-ის ტოლია.
დასკვნითი გამოცდა მოიცავს მოიცავს 20 ტესტს (თითოეული ფასდება 1 ქულით) და 5 ღია კითხვას (თითოეული ფასდება 2 ქულით). სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30%-ის ტოლია.
დასკვნითი გამოცდა ტარდება მე-16 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ მასალას. სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების გათვალისწინებით.
შეფასების კრიტერიუმები
შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:
1. 1.7-2 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. კაზუსი უნაკლოდ არის ამოხსნილი. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა.
2. 1.3-1.7 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
3. 0.9-1.3 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
4. 0.5-0.9 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
5. 0.1-0.5 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
6. 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
აქტივობა:
სტუდენტის აქტივობა შეფასდება იმის მიხედვით, თუ თითოეულ ლექციასა და დისკუსიაში რამდენად სიღრმისეულად არის ჩართული და დაინტერესებული საკითხის შესწავლით:
9-10 ქულა - სტუდენტი ჩართულია ლექციების უმეტესი ნაწილის მიმდინარეობაში. სვამს კრიტიკულ კითხვებს ლექციაზე და პრეზენტაციაზე. ცდილობს კრიტიკულად შეხედოს და გაანალიზოს საკითხები.
7-8 ქულა - სტუდენტი ჩართულია ლექციების მიმდინარეობაში. სვამს კითხვებს და ინტერესდება დეტალებით.
5-6 ქულა - სტუდენტი ჩართულია ლექციების ნაწილში, იმ ლექციებზე რომელსაც ესწრება სვამს რამდენიმე კრიტიკულ კითხვას. არ ინტერესდება დეტალებით.
3-4 ქულა - სტუდენტი ჩართულია ლექციების მცირე ნაწილში, არ ინტერესდება დეტალებით, თუმცა, ზოგადი ხასიათის კითხვებს სვამს.
1-2 ქულა - სტუდენტი ჩართულია ლექციების მცირე ნაწილში.
0.1-1 ქულა - სტუდენტი თითქმის არ იღებს მონაწილეობას დისკუსიებში და თითქმის არ ინტერესდება ლექციის მიმდინარეობით.
0 ქულა - სტუდენტი საერთოდ არ არის ჩართული ლექციების იმ მცირე ნაწილში, რომელსაც ესწრება.


ძირითადი ლიტერატურა:
პაატა რეკვავა,რომან კუსიანი, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში (თბილისი,2002 წელი „ფინანსებში“); 14-23 გვ
ბადრი ნაკაშიძე, თვითმმართველობა საქართველოში, სამართლებრივ პოლიტიკური პრობლემები (ბათუმი,1994 წელი, გამომცემლობა „აჭარა“) 88-113 გვ.
ო.მელქაძე,ზ.ეზუგბაია - მუნიციპალური სამართალი (თბილისი, 2012, “მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი“) 7-23 გვ, 49-77გვ
ქრისტინა ბენიგჰაუსი, ასმათ დიასამიძე, თანამონაწილეობიდან სამოქალაქო საზოგადოებამდე (თბილისი, 2009, „პეტიტი“) 9-25 გვ
ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიშვილი,ირმა ჩიტალაძე, ადგილობრივი დემოკრატია და რეგიონული განვითარება როგორც პოლიტიკური წესრიგის საბაზისო ელემენტი (თბილისი, 2008, „ახალი აზრი“) 10-20 გვ, 40-47 გვ
ევროპის საბჭოს რეკომენდაციები - ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე (თბილისი 2009, „პოლიგრაფი“) 29-33გვ
ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 22-41 გვ, 63-83 გვ
დეცენტრალიზაცია საქართველოში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები (თბილისი, 2009, „არადანი“) 12-38 გვ
ალექსანდრე სვანიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი,დავით ლოსაბერიძე,კოკა კიღურაძე - ადგილობრივი თვითმმართველობა და არჩევნები (თბილისი, 2014, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი) - 39-43 გვ, 5-14 გვ
ვ. ხმალაძის საერთო რედაქციით, ავტორები: კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, ზაზარუხაძე, იური ტაბუცაძე, ვახტანგ ხმალაძე, ზურაბჯიბღაშვილიკონსტიტუციურისისტემებიდაკონსტიტუციურიპროცესისაქართველოში (1995 - 2009 წ.წ.), მისიგანვითარებისპერსპექტივა, 26-34გვ
ვაჟა სალამაძე და ავტორთა ჯგუფი - კვლევა „მოქალაქეთამონაწილეობა თვითმმართველობაში“, (თბილისი, 2009, სამოქალაქოსაზოგადოებისინსტიტუტი)
ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბილისი, საქართველო, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო, თბილისი, 2004 წ. 6-24გვ
ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
ო. მელქაძე, ქართული მუნიციპალიზმი (ნაწილი მეორე) ახალ პროექციაში. (თბილისი, 2014, გამომცემლობა „ უნივერსალი“) 116-147 გვ.
ამირან ზენაიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარები (თბილისი, 2015,გამომც. „იურისტების სამყარო“)



დამხმარე ლიტერატურა და სხვა რესურსები:
ფონდი „პარტნიორები პოლონეთი“ ცვლილებებისადაკონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხის სამსახურში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები - (2004) თბილისი
მაისურაძე, დ. სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს რეგიონებში. თბილისი (2012).
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. (2013) სამოქალაქო მონაწილეობის ასპექტები. http://nala.ge/uploads/files/510645ad25286.pdf.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. (2012) ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. http://nala.ge/uploads/files/50335c572fa00.pdf
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R(2001)19 „ადგილობრივ საჯარო საქმეებში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე“.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია
ზურაბჩიტაძე, „მმართველობისა და თვითმმართველობის ფორმები აჭარაში (XVI-XIX სს)“ (1978) ბათუმი. 35-46 გვ
ალექსანდრე ბედიანიშვილი, „თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1875-1917 წწ“, (1960) თბილისი. 11-42გვ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
საქართველოს კონსტიტუცია;
ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #223 განკარგულება „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“.
თემატიკა კვირების მიხედვით:
I კვირა - (2 სთ ლექცია)
კურსის მიზნების გაცნობა; თვითმმართველობის არსი. თვითმმართველობა, როგორც უშუალო დემოკრატიის ფორმა.
ძირითადი ლიტერატურა:
1. ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბილისი, საქართველო, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო, თბილისი, 2004 წ.
2. ევროპის საბჭოს რეკომენდაციები - ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე (თბილისი 2009, „პოლიგრაფი“) 29-33გვ
დამხმარე ლიტერატურა:
1. მაისურაძე, დ. სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს რეგიონებში. თბილისი (2012). 33-45გვ
ნორმატიული მასალა:
1. საქართველოს კონსტიტუცია, მე- 2 მუხლი 1011 - 1013 მუხლები
2. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 1-6 მუხლები.
II კვირა- (1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემები
ძირითადი ლიტერატურა:
1. ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 22-41 გვ
2. პაატა რეკვავა, რომან კუსიანი, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში (თბილისი,2002 წელი „ფინანსებში“); 14-23 გვ
3. ბადრი ნაკაშიძე, თვითმმართველობა საქართველოში, სამართლებრივ პოლიტიკური პრობლემები (ბათუმი,1994 წელი, გამომცემლობა „აჭარა“) 88-113 გვ
III კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები;
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
ნორმატიული მასალა:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია
2. საქართველოს კონსტიტუცია
3. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
IV კვირა - ( 1 სთ ლექცია,1 სთ - სემინარი)
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში.
ძირითადი ლიტერატურა:
1. ლექტორის მასალები
2. ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 63-83 გვ
3. დეცენტრალიზაცია საქართველოში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები (თბილისი, 2009, „არადანი“) 12-38 გვ
დამხმარე ლიტერატურა:
1. .ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შიდა პროექტის ფარგლებში მომზადებული „საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების 2007 წლის წლიური ანგარიში“ დავით ლოსაბერიძე(მთავარირედაქტორი), დავით მელუა, დავით ნარმანია, 12-23გვ
ნორმატიული მასალა:
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #223 განკარგულება „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“
V კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ შუალედური)
ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზება
ძირითადი ლიტერატურა:
1. ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 11-20 გვ
2. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
დამხმარე ლიტერატურა:
1. ლექტორის მასალები
ნორმატიული მასალა
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 10-14 მუხლები
VI კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები;
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
ნორმატიული მასალა
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 15-19 მუხლები
VII კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
მუნიციპალიტეტის საქმიანობის ფორმები (ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვეობა)
ძირითადი ლიტერატურა:
1.ლექტორის მასალები
ნორმატიული მასალა
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 19-22 მუხლები
VIII კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო;
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
2. ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 11-20 გვ
ნორმატიული მასალა:
1.ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 23-47 მუხლები
IX კვირა -( 1 სთ ლექცია, 1 სთ - სემინარი)
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - მერი/გამგებელი
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
2. ალექსანდრე სვანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა (თბილისი, 2009, „პოლიგრაფი“) 11-20 გვ
ნორმატიული მასალა:
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 48-60 მუხლები
X კვირა - ( 1 სთ ლექცია, 1 სთ შუალედური)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლები
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
2. ო.მელქაძე, ზ.ეზუგბაია - მუნიციპალური სამართალი (თბილისი, 2002, „ფავორიტი“) 45-58 გვ
ნორმატიული მასალა:
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 89-128 მუხლები
XI კვირა - (1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
საქართველოს დედაქალაქი- თბილისი
ძირითადი ლიტერატურა:
1. ორაგანული კანონი -ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 63-84 მუხლები
XII კვირა- (1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა
ძირითადი ლიტერატურა:
1. ავთანდილ დემეტრაშვილი, ავტორთა კოლექტივი - კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005. 373-398 გვ
2. ო.მელქაძე, ზ.ეზუგბაია - მუნიციპალური სამართალი (თბილისი, 2002, „ფავორიტი“) 34-39 გვ
ნორმატიული მასალა
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 129-140 მუხლები.
XIII კვირა- ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივ თვითმმართველობაში
ძირითადი ლიტერატურა:
1. ქრისტინა ბენიგჰაუსი, ასმათ დიასამიძე, თანამონაწილეობიდან სამოქალაქო საზოგადოებამდე (თბილისი, 2009, „პეტიტი“) 9-25 გვ
2.ვაჟასალამაძე დაავტორთა ჯგუფი - კვლევა „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში“, (თბილისი, 2009, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი) 6-26გვ
დამხმარე ლიტერატურა:
1. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. (2013) სამოქალაქო მონაწილეობის ასპექტები. http://nala.ge/uploads/files/510645ad25286.pdf.
2. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. (2012) ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. http://nala.ge/uploads/files/50335c572fa00.pdf
3. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R(2001)19 „ადგილობრივ საჯარო საქმეებში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე“.
ნორმატიული მასალა:
1. ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 85-88 მუხლები
XIV კვირა- ( 1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი)
თვითმმართველობის არჩევნები
ძირითადი ლიტერატურა:
1. ალექსანდრე სვანიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი,დავით ლოსაბერიძე,კოკა კიღურაძე - ადგილობრივი თვითმმართველობა და არჩევნები (თბილისი, 2014, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი)- 39-43 გვ
ნორმატიული მასალა
1. საქართველოს ორგანული კანონი - საარჩევნო კოდექსი 133 - 1692 მუხლები
XV კვირა - (1 სთ ლექცია,1 სთ სემინარი)
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების თანამედროვე ევროპული გამოწვევები (ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის მაგალითზე)
ძირითადი ლიტერატურა:
1. ლექტორის მასალები
XVI კვირა - დასკვნითი გამოცდა (2 საათი


აქტივობის ქულის მოსაპოვებლად რეფერატის თემა შეიძლება იყოს საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ან თბილისის მერიის სამსახურის პრეზენტირება. (ცალკე თბილისი-ძალიან დიდი თემაა).
მაგალითად:“ზუგდიდის მუნიციპალიტეტი“ ან „მცხეთის მუნიციპალიტეტი“. ასეთი გავქვს 63 თვითმმართველი ქალაქების ჩათვლით. შესავალში მიმოიხილავთ მის ისტორიულ- გეოგრაფიულ და ეკონომიკურ მოცემულობა, ძირითად ნაწილში გააშუქებთ იქაური მოსახლეობის ერთ ან რამდენიმე პრობლემას, რომელიც აისახა ან არა 2019-20 წლის ბიუჯეტში, თუ შესრულდა სამუშაო, რამდენად ხარისხიანად. მაგალითად წყალგაყვანილობის სისტემა, ან გზის დაგება, ან პარკის გაშენება. ამისთვის შეხვალთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე და ნახავთ მის პროგრამებს, ბიუჯეტს. სასურველია, აირჩიოთ საკუთარი მუნიციპალიტეტი ან რომელთანაც რაიმე კონტაქტი გაქვთ, რათა გქონდეთ სხვა ალტერნატიული ინფორმაციის წყარო, გარდა ოფიციალურისა. შეეცადეთ, იყოს საინტერესო. უნდა ახლდეს ვიზუალური მასალა-სლაიდები, ფოტოები თემატიკის მიხედვით.
თუ აირჩევთ თბილისს, შედით საკრებულოს ვებ-გვერდზე და გადახვალთ მერიაზე,შეგიძლიათ ნახოთ რომელიმე მიმართულების სსიპ ან სამსახური, მაგალითად არქიტექტურის, ქონების მართვის ან ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის. მისი დებულება, პრიორიტეტები და დაგეგმილი პროექტები, მათი შესრულება, ხარისხი, დახარჯული თანხის ადექვატურობა და ა.შ.
შეგიძლიათ თვითონაც მოიფიქროთ რაიმე საინტერესო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და შემითანხმოთ. უნდა მომაწოდოთ სემესტრის ბოლოსათვის, რათა მოვასწრო შეფასება გამოცდამდე. ცხადია მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საინტერესო და კარგად გაფორმებული რეფერატი, მხოლოდ კოპირებული ფაქტები და ფოტოები საიტიდან-საშუალოს.
თუ კითხვები გექნებათ-მომწერეთ.
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.