NotesWhat is notes.io?

Notes brand slogan

Notes - notes.io

კარცერ ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის.
წიგნის სიყვარული გზაა სრულყოფილობისკენ. ბედნიერი ხარ, თუ გააზრებული გაქვს მისი არსი და მნიშვნელობა. მას გააჩნია ძალა, რომ ეს ცარიელი, შავ-თეთრი სამყარო, შეავსოს და გააფერადოს. ის სულიერი საზრდოა, ის გვეხმარება პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მხსნელად მოგვევლინება ნებისმიერ მომენტში და "გადაგვარჩენს". წიგნი საოცრებაა და "იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია". ლიტერატურის გარეშე სამყარო წარმოუდგენელია. ის ჩვენ გვათავისუფლებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიკარგოთ. ის განძია და ნებისმიერი მკითხველის ინტერესს წარმოადგენს ამ განძის დაცვა. ის არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას. მას უნდა მოვუფრთხილდეთ, სამყარო უნდა "დავამძიმოთ" მკითხველებით. ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც გადაგვარჩენს. არ არის მარტივი მკითხველად ჩამოყალიბება. ეს არის უდიდესი გზა სრულყოფილობამდე და პიროვნულ თავისუფლებამდე. ამ თემაზე საუბრისას მახსენდება "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". ეს არის ნაწარმოები, რომელშიც ნაჩვენებია გზა, თუ როგორ გავხდეთ მკითხველები, ანუ - თავისუფლები. მოთხრობის მთავარი გმირი არის ლიტერატურის მოყვარული, რომელსაც უნდა სამყარო გახადოს უკეთესი, რაშიც დაეხმარება "კარცერ-ლუქსი". ეს არის ლუქსი მკითხველთათვის და კარცერი მათთვის, ვისაც არ უყვარს კითხვა. რატომ არის ეს ოცნება კითხვის მოყვარულთათვის? იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეუძლიათ მათ ყველაზე კარგად, მძაფრად შეიგრძნონ წიგნი. ეს არის მათთვის კომფორტი-ლუქსი. შესაბამისად ადამიანების ნაწილისთვის, რომლებიც ვერ ჩაწვდნენ წიგნის მნიშვნელობას, ეს ადგილი კარცერია, რადგან მათთვის კითხვა სასჯელია. სამწუხაროდ, ასეთი ადგილი შეიძლება მხოლოდ ჩვენს ფანტაზიებში არსებობდეს. იშვიათად გვხვდება ის პრაქტიკაში. ერთ-ერთ ქვეყანაში სასამართლო არასრულწლოვან დამნაშავეებს "უსჯის" წიგნის კითხვას. ეს წინგადადგმული ნაბიჯია ამ იდეის განვითარებისკენ, მაგრამ არა საკმარისი. ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ უწიგნური ადამიანები. ასეთი ადამიანების ცხოვრება უაზრო და არაფრისმომცემია. უბრალოდ შევადაროთ ლუარსაბ თათქარიძე(კაცია-ადამიანი?!) და ვასიკო კეჟერაძე ( "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".) და შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეუძლია ლიტერატურას. ლუარსაბი ამბობს: "წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, — ეგ ხომ ქალის საქმეა“. აქ კარგად ჩანს, თუ განვითარების როგორ დაბალ საფეხურზე იმყოფება ლუარსაბი. გადის წლები, ვვითარდებით, მაგრამ მხოლოდ ტექნოლოგიურად. მომავალი ეს არის საფრთხე რაც ემუქრება ლიტერატურას. " 451º ფარენჰაიტით" არის ნაწარმოები, რომელშიც ჩანს, როგორი უმნიშვნელო ხდება წიგნი ადამიანებისთვის. ხალხი იბრძვის მის გასანადგურებლად, წიგნის კითხვა აკრძალულია და რომელ სახლშიც აღმოაჩენენ წვავენ. სახლი კი სადაც წიგნი არ არის, ჩემი აზრით, უსულო ორგანიზმს ჰგავს. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ასეთი მომავალი არ "დაგვემუქროს". ეს სამყარო ვერ იარსებებს წიგნების გარეშე, რამდენი ადამიანია მასზე დამოკიდებული, რადგან მისი დახმარებით პოულობენ საკუთარ თავს, ის გვიყალიბებს წარმოდგენებს, გემოვნებას. ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს. კარგი ლიტერატურა უსაზღვრო ნეტარების კუნძულია, საიდანაც საშველად არავის უხმობ. ჩვენ გვჭირდება წიგნები, ის უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისთვის. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი - ბედნიერება, რადგან "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”
     
 
what is notes.io
 

Notes.io is a web-based application for taking notes. You can take your notes and share with others people. If you like taking long notes, notes.io is designed for you. To date, over 8,000,000,000 notes created and continuing...

With notes.io;

  • * You can take a note from anywhere and any device with internet connection.
  • * You can share the notes in social platforms (YouTube, Facebook, Twitter, instagram etc.).
  • * You can quickly share your contents without website, blog and e-mail.
  • * You don't need to create any Account to share a note. As you wish you can use quick, easy and best shortened notes with sms, websites, e-mail, or messaging services (WhatsApp, iMessage, Telegram, Signal).
  • * Notes.io has fabulous infrastructure design for a short link and allows you to share the note as an easy and understandable link.

Fast: Notes.io is built for speed and performance. You can take a notes quickly and browse your archive.

Easy: Notes.io doesn’t require installation. Just write and share note!

Short: Notes.io’s url just 8 character. You’ll get shorten link of your note when you want to share. (Ex: notes.io/q )

Free: Notes.io works for 12 years and has been free since the day it was started.


You immediately create your first note and start sharing with the ones you wish. If you want to contact us, you can use the following communication channels;


Email: [email protected]

Twitter: http://twitter.com/notesio

Instagram: http://instagram.com/notes.io

Facebook: http://facebook.com/notesio



Regards;
Notes.io Team

     
 
Shortened Note Link
 
 
Looding Image
 
     
 
Long File
 
 

For written notes was greater than 18KB Unable to shorten.

To be smaller than 18KB, please organize your notes, or sign in.